Tag Archives: კერები

ბაიუოტერსის სინდრომი – კრაშ – სინდრომი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ბაიუოტერსის სინდრომი – კრაშ – სინდრომი – თირკმლის მწვავე უკმარისობა კუნთოვანი ქსოვილის ვრცელი დაზიანებისას ხანგრძლივი ზეწოლისა და დაბეჟვის შედეგად. აღინიშნება ანურია, არტერიული ჰიპერტენზია, შოკი, აზოტემია, მეორადი ანემია, ლეიკოციტოზი, ჰიპერკალიემია. დიურეზის აღდგენისას თავს იჩენს გამოხატული ალბუმინ – კრეატინ – ჰემოგლობინ – მიოგლობინურია. ღვიძლში და თირკმელებში ჩნდება ნეკროზული კერები.

Read More

არნინგის ეპითელიომა ანუ კარცინოიდი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი არნინგის ეპითელიომა ანუ კარცინოიდი – მრავლობითი ზედაპირული ეპითელიომა, კეთილთვისებიანი ეპითელიომა, კანის ზედაპირული კეთილთვისებიანი ეპითელიომა – ახასიათებს მრავლობითი ბაზოცელულარული ცერულომები ქრონიკული კეთილთვისებიანი მიმდინარეობით. ბრტყელი, უმნიშვნელოდ ინფილტრირებული კერები გავრცელებულია პერიფერიულად, ჰგავს ფსორიაზს, ზედაპირულ მიკოზს ან ქრონიკულ ეგზემას. ყველაზე ხშირად ლოკალიზდება სახესა და ტანზე. სინონიმებია: ლიტლის ერითემატოიდი, ვაისის ეპითელიომა. [“3”]

Read More

ბადურის პიგმენტური დისტროფია

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ბადურის პიგმენტური დისტროფია – (თვალის დაავ.) ეტიოლოგია საბოლოოდ ცნობილი არ არის. ხშირად თანდაყოლილია და წარმოადგენს ოჯახურ – მემკვიდრეობით დაავადებას. სიმპტომები. იწყება ახალგაზრდა ასაკში. თავდაპირველად უარესდება ბინდში მხედველობა (‘’ქათმის სიბრმავე’’), დღის მხედველობა შენარჩუნებულია. შემდგომში ვითარდება მხედველობის ველის პროგრესირებადი შევიწროება მილისებური მხედველობის ჩამოყალიბებამდე. ოფთალმოსკოპიურად ვლინდება პიგმენტირებული კერები, მხედველობის ნერვის

Read More

ბარბერის პუსტულოზი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ბარბერის პუსტულოზი – (Н. W. Barber, ინგლ. დერმატოლოგი) უცნობი ეტიოლოგიის ქრონიკული დერმატოზი, რომლისთვისაც დამახასიათებელია ერითემის უმტკივნეულო კერები და ხელისა და ფეხის გულების აქერცვლა ღრმა პუსტულების წარმოქმნით. გაფრთხილება! ბმულები: 1. საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2. სამედიცინო ლიტერატურა  3. საპატრიარქოს ქართული უნივერსიტეტი 4. დიეტები  5. ორსულობა და მშობიარობა

არბოვირუსები

არბოვირუსები – (Arboviruses, შემოკლებული ინგლისური გამოთქმა Arthropod borne viruses – ვირუსები, რომლებსაც ატარებენ ფეხსახსრიანები), ხერხემლიანი ცხოველებისა და ადამიანის ვირუსები, რომლებიც გადააქვთ ფეხსახსრიანებს (ტკიპა, მოსკიტი და სხვ.). მათ ორგანიზმში აქტიურად მრავლდებიან, მაგრამ თვით ფეხსახსრიანთა დაავადებას არ იწვევენ. არბოვირუსები იწვევენ სხვადასხვა სახის ენცეფალიტს, ჰემორაგიულ ცხელებასა და სხვ. დაავადებებს. ამ დაავადებათა ბუნებრივი კერები ემთხვევა არბივირუსების გადამტანის ადგილსამყოფელს. ცნობილია

Read More