Tag Archives: მიოგლობინურია

მაკ – არდლის დაავადება

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი მაკ – არდლის დაავადება – მემკვიდრეობითი დაავადება, გლიკოგენოზის სახესხვაობა. დაკავშირებულია ფერმენტ ფოსფორილაზის უკმარისობასთან კუნთებში, რაც იწვევს მათში გლიკოგენის დაგროვებას. ვლინდება ბავშვობის ასაკში კუნთების ტკივილებით, სისუსტითა და მსუბუქი ჰიპოტროფიით. მძიმე შემთხვევებში ვითარდება მიოგლობინურია. მიოკარდიუმში გლიკოგენის დაგროვების შედეგად შესაძლებელია განვითარდეს გულის უკმარისობა. გადაეცემა ავტოსომურ – რეცესიული ტიპით. მკურნალობა სიმპტომატურია.

Read More

ბაიუოტერსის სინდრომი – კრაშ – სინდრომი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ბაიუოტერსის სინდრომი – კრაშ – სინდრომი – თირკმლის მწვავე უკმარისობა კუნთოვანი ქსოვილის ვრცელი დაზიანებისას ხანგრძლივი ზეწოლისა და დაბეჟვის შედეგად. აღინიშნება ანურია, არტერიული ჰიპერტენზია, შოკი, აზოტემია, მეორადი ანემია, ლეიკოციტოზი, ჰიპერკალიემია. დიურეზის აღდგენისას თავს იჩენს გამოხატული ალბუმინ – კრეატინ – ჰემოგლობინ – მიოგლობინურია. ღვიძლში და თირკმელებში ჩნდება ნეკროზული კერები.

Read More