Tag Archives: მაშსექსი

მეტორიზისი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი მეტორიზისი – (metorisis ბერძნ.meta – შემდეგ და oriso – გამოსაზღვრა) მეზობელ ემბრიონულ ნერგებს შორის ფრონტალური საზღვრების გადაადგილების პროცესი. ფილო და ემბრიოგენეზის დროს, რომლის შედეგადაც ერთი ნერგის მასალა შესაძლებელია იყოს გან­ლაგებული იმ ტერიტორიაზე, რომელიც ადრე ეკავა სხვა ემბრიონულ ნერგს. მეტორიზისის ტიპური მაგალითია ექტოდერმული და ენდოდერ­მული ეპითელიუმის მასალის გადაადგილება

Read More

კარიოსომები

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი კარიოსომები – (caryosomata ბერძნ.caryon  –  ბირთვი და soma, somatos  –  სხეული; სინ. ქრომოცენტრები) უჯრედის ბირთვში მსხვი­ლი და მკვრივი ინტენსიურად შეღებვადი ქრომატინის ბელტები, რომ­ლებიც გარეგნულად ბირთვაკების მსგავსია, ამიტომ კარიოსომებს ზოგ­ჯერ ქრომატინულ ანუ ცრუ ბირთვაკებს უწოდებენ. ნამდვილი ბირთვა­კებისაგან ისინი განსხვავდებიან ქიმიური შედგენილობით, რისი განსაზღვრაც ადვილია პირონინით დიფერენცირებული შეღებვის გამოყე­ნებით.

Read More