Tag Archives: მემბრანა

საფარი მემბრანა

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი საფარი მემბრანა – (membrana tectoria)  სმენის ორგანოს  –  სპირალური (კორტის) ორგანოს რეცეპტორული აპარატის ზევით მდე­ბარე საფარი ფირფიტა, კოლაგენური ბოჭკოებისა და მწებავი ნივთიერე­ბისაგან აგებული ფირფიტა, რომელიც იწყება სპირალური ლიმბის ეპი­თე­ლიუმიდან და ფარავს სპირალური ორგანოს სენსორული  უჯრედების მწვერვალებს. (ც. გაჩეჩილაძე, ნ. ჩიკვილაძე. ჰისტოლოგიის, ციტოლოგიის და ემბრიოლოგიის ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი.”თბ.,”ცოდნა”.2000

Read More

სარკოლემა

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი სარკოლემა – (sarcolemma ბერძნ. sarx, sarcos  –  ხორცი, სხეული, lemma  –  გარსი)  კუნთოვანი ბოჭკოს პლაზმოლემა მის გარშემო მყოფ ბაზალურ მემბრანასთან ერთად. თხელი გარსი, რომელიც გარს ეკვრის ჩონჩხის განივზოლიან კუნთოვან ბოჭკოს. შედგება სამი კომპონენტისაგან: 1. მიოსიმპლასტის პლაზმოლემა; 2. ბაზალური­ მემბრანა და მათ შორის 3. კამბიური  უჯრედები  –  მიოსატელიტოციტები

Read More