Tag Archives: მემკვიდრეობითი

ალპერსის სინდრომი

ალპერსის სინდრომი – (В. J. Alpers, ამერ. ნეიროქირურგი; სინ. ტვინის პოლიდისტროფია პროგრესული) ბავშვებში სიბრმავის, კრუნჩხვების, კუნთოვანი ტონუსის სპასტიკური ცვლილებების, მიოკლონუსის, ჭკუასუსტობის განვითარება, რაც უკავშირდება ტვინის რუხი ნივთიერების დეგენერაციულ ცვლილებებს; აქვს მემკვიდრეობითი ხასიათი, გადაეცემა ავტოსომურ – რეცესიული ტიპით. გაფრთხილება! ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი

ალიმფოციტოზი

ალიმფოციტოზი – (alymphocytosis; სინ.: ლიმფოციტური დისგენეზია, ნეზელოფის სინდრომი) მემკვიდრეობითი დაავადება, რომელიც ხასიათდება იმუნოლოგიური დაცვის უჯრედული რეაქციების არარსებობით. მიზეზია ლიმფოციტების რაოდენობრივი უკმარისობა და მათი ხარისხობრივი არასრულყოფილება. პირველად აღწერა ნეზელოფმა 1964 წელს. დაავადება ვლინდება სიცოცხლის პირველ კვირეებში და თვეებში; ხასიათდება ავთვისებიანი მიმდინარეობით. აღინიშნება ბავშვის ზრდაში ჩამორჩენა, გახანგრძლივებული სეპტიკური პროცესი კანზე, ფილტვებში და სხვა ორგანოებში. პროგნოზი არაკეთილსაიმედოა –

Read More