Tag Archives: მემკვიდრულობის

ფარას სინდრომი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ფარას სინდრომი – -(К.  Th.  Fahr;  სინ.  ტვინის სისხლძარღვების მემკვიდრეობითი გაკირვა)   მემკვიდრეობითი დაავადება, რომელიც ხასიათდება სისხლძარღვების გაკირვით, რომლებიც კვებავენ თავის ტვინის  შიგა კაფსულას და ბაზალურ ბირთვებს; ვლინდება 20  –  30 წლის ასაკში ათეტოზით, ტრემორით, ცენტრალური დამბლით, ეპილეპროფორმული გულყრებით, პროგრესირებადი ჭკუასუსტობით; მემკვიდრულობის ტიპი დადგენილი არ არის. გაფრთხილება! ბმულები:

Read More

მემკვიდრულობის ქრომოსომული თეორია

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი მემკვიდრულობის ქრომოსომული თეორია – ამტკიცებს, რომ ორგანიზმის ნიშან – თვისებების თაობიდან თაობაში გადაცემა ხორციელდება ძირითადად ქრომოსომებით, რომლებშიც მოთავსებულია გენები. თეორიის საფუძვლები ფორმულირებულია და ექსპერიმენტალურად დასაბუთებულია მორგანის მიერ მე – 20 საუკუნის დასაწყისში. გაფრთხილება! ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა 3.საპატრიარქოს ქართული უნივერსიტეტი 4.დიეტები 5.ორსულობა და მშობიარობა

მარის მემკვიდრეობითი ნათხემოვანი ატაქსია

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი მარის მემკვიდრეობითი ნათხემოვანი ატაქსია – (P. Marie, ფრანგი ნევროპათოლოგი)ნერვული სისტემის ქრონიკული პროგრესირებადი დაავადება მემკვიდრულობის დომინანტური ტიპით, რომელიც იწყება 20 – 45 წლის ასაკში; დამახასიათებელია ატაქსია, ფეხებში კუნთოვანი ტონუსის მომატება, მეტყველების მოშლა, თვალის მოძრაობის დარღვევები (ფტოზი, კონვერგენციის უკმარისობა, განმზიდველი ნერვის პარეზი), მხედველობის სიმახვილისა და ველის შემცირება. ვითარდება ნათხემის,ზურგისტვინ

Read More

კოკეინის სინდრომი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი კოკეინის სინდრომი – იშვიათი დაავადება მემკვიდრულობის ავტოსომურ – რეცესიული ტიპით, რომელიც ვლინდება მოუმწიფებლობით, ნაადრევი სიბერით, ბადურას პიგმენტური დეგენერაციით, მხედველობის ნერვის ატროფიით, სმენის დაქვეითებით, სინათლისადმი მომატებული მგრძნობელობით, გონებრივი ჩამორჩენით. გაფრთხილება! ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა 3.საპატრიარქოს ქართული უნივერსიტეტი 4.დიეტები 5.ორსულობა და მშობიარობა

ატაქსია ტელეანგიექტაზული

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ატაქსია ტელეანგიექტაზული – (ბავშვებში) შედარებით იშვიათი დაავადება, განპირობებული მემკვიდრულობის ავტოსომურ – რეცესიული ტიპით. პათოგენეზი ბოლომდე გარკვეული არ არის; კლინიკური სურათი ხასიათდება მოძრაობის კოორდინაციის პროგრესირებადი დარღვევით, ტელეანგიექტაზიებით, ფიზიკური და გონებრივი განვითარების შენელებით და უმრავლეს შემთხვევაში ინფექციური პროცესების არსებობით, ძირითადად სასუნთქი გზებში. აღინიშნება ლიმფორეტიკულური ქსოვილის სიმსივნეები. არაიშვიათად დაავადების ძირითადი

Read More