Tag Archives: მიმდინარეობს

ციტოპლაზმის მატრიქსი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ციტოპლაზმის მატრიქსი – (matrix cytoplasmatis ლათ.matrix – დედა; აქ ნივთიერება, რომლისგანაც წარმოიქმნება ციტოპლაზმური სტრუქტურები; სინ.ჰიალოპლაზმა) – ციტოპლაზმის ძირითადი ჰომოგენური ნივთიერება, რომელიც ავსებს ენდოპლაზმური ბადის მემ­ბრანებს, ორგანოიდებს, მეტაპლაზმურ წარმონაქმნებს, ჩანართებსა და სხვა სტრუქტურებს შორის ყველა სივრცეს. მატრიქსში მიმდი­ნარეობს უჯრედის სასიცოცხლო აქტივობის გამპირობებელი ბიოქი­მიური რეაქციები, აგრეთვე ხორციელდება ნივთიერებათა ტრანსპორტი.

Read More

ქსოვილთა დივერგენტული განვითარების თეორია

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ქსოვილთა დივერგენტული განვითარების თეორია – ეკუთვნის ნ.გ.ხლოპინს. მის მიხედვით, ქსოვილთა ევოლუცია მიმდინა­რეობს ისეთივე კანონზომიერებათა საფუძველზე, როგორც ორგანიზ­მისა და ორგანიზმების ევოლუციაა, ე.ი.დივერგენტულად. ქსოვილთა დივერგენტული განვითარების თეორია ქსოვილთა ბუნებრივი გენეტი­კური სისტემის საფუძველია (ნ.გ.ხლოპინი). (ც. გაჩეჩილაძე, ნ. ჩიკვილაძე. ჰისტოლოგიის, ციტოლოგიის და ემბრიოლოგიის ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი.”თბ.,”ცოდნა”.2000 წ.) გაფრთხილება! ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული

Read More

უჯრედების სელექცია

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი უჯრედების სელექცია – (selectio cellularum ლათ.selectio – გადარჩევა) –  უჯრედების უპირატესი ზრდა და გამრავლება, რაც მიმდინარეობს მათი განვითარების პროცესში იმ უჯრედებისა და მათი პოპულაციების თავისებური გადარჩევის მოქმედებით, რომლებიც უფრო შეგუებული არიან მოცემული ქსოვილის პირობებს. უჯრედების სელექციის შესახებ წარმოდგენები საფუძვლად უდევს სიმსივნეების წარმოქმნის სელექციურ თეორიას. გაფრთხილება! ბმულები: 1.საავტორო

Read More

ულტრატომია ანუ ულტრამიკროტომია

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ულტრატომია ანუ ულტრამიკროტომია – (ultratomia seu ultramicrotomia ლათ. ultra – ზე, ბერძნ. micros – მცირე და tome – გაკვეთა) ულტრატომების, ანუ ულტრამიკროტომების მეშვეობით მეტად თხელი ანათლების მიღების ხერხების ერთობლიობა. თანა­მედროვე ულტრამიკროტომების საშუალებით შესაძლებელია 100 Ao სისქის უჯრედებისა და ქსოვილების ანათლების მიღება, რომლებიც საჭიროა ელექტრონული მიკროსკოპიისათვის. ულტრატომირებისთვის ობიექტების

Read More

პერივისცერიტი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი პერივისცერიტი – (perivisceritis; ბერძ. Peri ირგვლივ + ლათ. Viscera შიგნეულობა + itis) გულმკერდისა და მუცლის ღრუს ორგანოების გარემომცველი ქსოვილების ანთება, რომელიც მიმდინარეობს მათი ფორმისა და ფუნქციის დარღვევით; ხშირად ანთება მთავრდება შეხორცებების წაროქმნით, რამაც შესაძლოა გამოიწვიოს ღრუ ორგანოს სანათურის მიჭყლეტა და მისი გაუვალობის განვითარება. გაფრთხილება! ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული

Read More