Tag Archives: მნებს

ციტოპლაზმის მატრიქსი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ციტოპლაზმის მატრიქსი – (matrix cytoplasmatis ლათ.matrix – დედა; აქ ნივთიერება, რომლისგანაც წარმოიქმნება ციტოპლაზმური სტრუქტურები; სინ.ჰიალოპლაზმა) – ციტოპლაზმის ძირითადი ჰომოგენური ნივთიერება, რომელიც ავსებს ენდოპლაზმური ბადის მემ­ბრანებს, ორგანოიდებს, მეტაპლაზმურ წარმონაქმნებს, ჩანართებსა და სხვა სტრუქტურებს შორის ყველა სივრცეს. მატრიქსში მიმდი­ნარეობს უჯრედის სასიცოცხლო აქტივობის გამპირობებელი ბიოქი­მიური რეაქციები, აგრეთვე ხორციელდება ნივთიერებათა ტრანსპორტი.

Read More

ფიბრილები

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ფიბრილები – ძაფისებრი ცილოვანი სტრუქტურები უჯრედებში და ქსოვიოლებში, მაგ. კოლაგენური ბოჭკოები, კუნთოვანი – მიოფიბრილები, ნერვული   – ნეიროფიბრილები. ძირითადად წარმოადგენს საყრდენ სტრუქტურებს,  ხოლო კუნთებში შემკუშავ წარმონაქმნებს. გაფრთხილება! ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა 3.დიეტები 4.ორსულობა და მშობიარობა

მეტაპლაზმა

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი მეტაპლაზმა – (metaplasma ლათ.metaplasis – გარდაქმნა) ციტოპლაზმის შემადგენელი ნაწილი, რომელიც მისი უჯრედშიგა ან უჯრედგარე დიფერენცირების პროდუქტია. მეტაპლაზმას ეკუთვნის ტონო – , მიო – და ნეიროფიბრილები, კუტიკულა, კოლაგენური ფიბრი­ლები და სხვა უჯრედშორისი ნივთიერების სტრუქტურები. ამჟამად მეტაპლაზმაში უფრო ხშირად გულისხმობენ მხოლოდ უჯრედშიგა ფიბრილურ სტრუქტურებს (ტონო – , მიო –

Read More

ლიმბური სისტემა

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ლიმბური სისტემა – სტრუქტურების კომპლექსი, რომელიც მიეკუთვნება თავის ტვინის ყველაზე ძველ ნაწილს; მოიცავს ლიმბურ წილს და სხვა, მასთან დაკავშირებულ ქერქულ და ქერქქვეშა წარმონაქმნებს. მისი ძირითადი ფუნქცია დაკავშირებულია ორგანიზმის ქცევისა და ფსიქიკური მოქმედბების თვითრეგულირების პროცესებთან. მონაწილეობს მეხსიერების პროცესებში, ჰომეოსტაზის შენარჩუნებაში. ლიმბიური სისტემის სტრუქტურის დაზიანებისას წარმოიქმნება ემოციურ – პიროვნული

Read More

დეციდუური გარსი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი დეციდუური გარსი – (membrana decidua) საშვილოსნოს ლორწოვანი გარსი, რომელიც ექვემდებარება გარკვეულ გარდაქმნებს ორსულობის დროს და სცილდება მას მშობიარობის შემდეგ (გამოიდევნება საშვილოსნოდან) გაფრთხილება! ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა 3.საპატრიარქოს ქართული უნივერსიტეტი 4.დიეტები 5.ორსულობა და მშობიარობა