Tag Archives: მონაცემებს

გლოსალგია

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი გლოსალგია – ენის ჰიპერესთეზია და პარესთეზია. მისი წარმოშობა უკავშირდება კუჭ – ნაწლავის ტრაქტის დაავადებებს, ჰორმონულ გადახრებსა და ცვლილებებს ფსიქოემოციურ სფეროში. გარკვეული მნიშვნელობა აქვს ენის გაღიზიანებას კარიესული კბილის ღრუს ნაპირით, კბილის ფესვით, კბილის პროთეზით და სხვ. გვხვდება ასევე საბჟენი და კბილის საპროთეზო მასალების მიმართ კონტაქტური ალერგიის დროს. სიმპტომები.

Read More

გვამის გაკვეთა

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი გვამის გაკვეთა – სექცია, ავტოფსია, ობდუქცია, მიცვალებულის სხეულის გამოკვლევა მის ორგანიზმში მომხდარ ავადმყოფურ ცვლილებათა ხასიათისა და სიკვდილის მიზეზის დასადგენად. განარჩევენ პათოლოგანატომიურ და სასამართლო – სამედიცინო გაკვეთას. პატოლოგანატომიური გაკვეთა ხდება კლინიკის ან საავადმყოფოს სპეციალურ განყოფილებაში (პათოლოგანატომიური განყოფილება ანუ პროზექტურა), სადაც ექიმი პათანატომი (პროზექტორი) კვეთს სამკურნალო დაწესებულებაში გარდაცვლილი ავადმყოფის

Read More