Tag Archives: მტევნების

პროფესიონალური ეგზემა

პროფესიონალური ეგზემა – (კანისა და ვენ. დაავ.) ვითარდება სხვადასხვა გამაღიზიანებლების მიმართ (ქიმიური, ფიზიკური, მექანიკური) კანის სენსიბილიზაციის შედეგად. უპირატესად ლოკალიზებულია მტევნების უკანა ზედაპირებზე, წინამხრებზე, სახეზე და კისერზე. ჭეშმარიტი ეგზემისგან განსხვავებით გამოირჩევა ნაკლებად გამოხატული პოლიმორფიზმით, გამწვავებების არარსებობითა და შესაბამისი გამაღიზიანებლის მოცილების შემდეგ, სწრაფი გამოჯანმრთელებით. გაფრთხილება! ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი

მეჭეჭები

მეჭეჭები – (კანისა და ვენ. დაავ) კანის კონტაგიოზური, ვირუსული დაავადება, რომელიც ნებისმიერ ასაკში გვხვდება. სიმპტომები. განასხვავებენ ჩვეულებრივ (მარტივ), ბრტყელ (სიყმაწვილის) და ლანჩისებურ მეჭეჭებს. ჩვეულებრივი მეჭეჭები – ქინძისთავის ან ბარდის მარცვლის ზომის, მკვრივი, არაანთებითი კვანძები, რომელთაც გააჩნიათ არასწორი ზედაპირი დვრილისებრი წანაზარდებით; შესაძლებელია მათი დაჯგუფება უფრო მასიურ ხორკლიან ფოლაქებად. უხშირესად გვხვდება ბავშვებში მტევნების ზურგის ზედაპირებზე, სახეზე, იშვიათად

Read More