Tag Archives: მყესების

სინოვიური ქონდრომატოზი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი სინოვიური ქონდრომატოზი – სახსრების, სახსრებახლო აბგებისა და მყესების ბუდეების კეთილთვისებიანი პროლიფერაციული დაავადება. ხასიათდება სინოვიური გარსის ხრტილოვანი მეტაპლაზიით ხრტილოვანი კვანძების წარმოქმნით, რომლებიც განიცდიან ჩაკირვას და გარდაიქმნებიან თავისუფალ სახსარშიგა სხეულად, ხოლო დიდი ზომების არსებობისას ჭიმავენ სასახსრე აბგას. კლინიკურად ვლინდება ტკივილებით, ტკაცუნით სიარულისას, სახსარში მოძრაობის შეზღუდვით, ლოკალური შეშუპებით. დიაგნოსტირდება რენტგენოლოგიურად.

Read More

ოქრონოზი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ოქრონოზი – 1. (ochronosis; ბერძ. Ochros ყვითელი + nosos დაავადება) ხრტილოვანი ქსოვილის, იოგების, მყესების, ფასციების, ტვინის მაგარი გარსისა და სხვა შემაერთებელქსოვილოვანი წარმონაქმნების დაზიანება, რომელიც ხასიათდება მათი პათოლოგიური პიგმენტაციით, ტკივილის სინდრომითა და ალკაპტონურიით. ხშირია მამაკაცებში 30 – 50 წლის ასაკში. განასხვავებენ ენდოგენურ ოქრონოზს (თანდაყოლილი, მემკვიდრეობითი და ალკაპტონური) და

Read More