Tag Archives: მძაფრი

პტერიგიუმი (ფრთისებრი აპკი)

პტერიგიუმი (ფრთისებრი აპკი) – (თვალის დაავ.) კონიუნქტივის სამკუთხედის ფორმის ნაკეცი, რომელიც გადადის რქოვანაზე შიგნითა, იშვიათად გარეთა მხრიდან. ზრდა ნელა მიმდინაეობს. მხედველობა უარესდება, როდესაც ფრთისებრი აპკი აღწევს გუგის მიდამოს. ეტიოლოგია. ქარით, მტვრით, მძაფრი ანაორთქებისგან და ა.შ. კონიუნქტივის ქრონიკული გაღიზიანება. ცრუ პტერიგიუმი, რომელიც რქოვანაზე გადადის ნებისმიერი მხრიდან, წარმოიქმნება კონიუნქტივის ნაკეცის რქოვანას დაზიანებულ ზედაპირთან (წყლული, დამწვრობა) შეხორცების შედეგად.

Read More

მუშკის ჯირკვლები

მუშკის ჯირკვლები – ზოგიერთი ქვეწარმავლებისა და ძუძუმწოვრების მამრი ინდივიდების კანის ჯირკვლები, რომლებიც გამოყოფენ მძაფრი სუნის მქონე ნივთიერებას – მუშკს. მისი დანიშნულებაა მდედრი ინდივიდების მოზიდვა და დაკავებული ტერიტორიის მონიშვნა. გაფრთხილება! ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი