Tag Archives: მძაფრი

შტრუმპელ – ლაიხტენშტერნის ენცეფალიტი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი შტრუმპელ – ლაიხტენშტერნის ენცეფალიტი – ჰემორაგიული მენინგოენცეფალიტი, პირველადი ჰემორაგიული მწვავე ენცეფალიტი  –  მენინგოენცეფალიტი ინფექციურ – ალერგიული ბუნების, ახასიათებს მრავლობითი სისხლჩაქცევები თავის ტვინსა და მის გარსებში, მძაფრი დაწყება და მიმდინარეობა, კომატოზური მდგომარეობა, თავის ტვინის ღეროს დაზიანების ნიშნები, ცერებროსპინალურ სითხეში სისხლი. ყველაზე ხშირად იწვევს გრიპის ვირუსი. სინონიმი: ლაიხტენშტერნის სინდრომი.

Read More

სპენსერის დაავადება

სპენსერის დაავადება – ზამთრის ღებინების დაავადება, ნაწლავთა გრიპი, ეპიდემიური დიარეა, ეპიდემიური ფაღარათი,  –  მწვავე ინფექციური დაავადება, ალბათ ვირუსული ეტიოლოგიის, მიდრეკილი ეპიდემიური გავრცელებისადმი, ძირითადად ზამთარ – გაზაფხულის პერიოდში. ახასიათებს გასტროენტერიტის მოვლენათა მძაფრი განვითარება, ღებინებით და წყლიანი განავლის დიდი რაოდენობით, და ასევე ძლიერი სისუსტით და ხშირად ფარინგიტის ნიშნებით. სინონიმი: ჰანოვერის დაავადება. გაფრთხილება! ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი

Read More

პტერიგიუმი (ფრთისებრი აპკი)

პტერიგიუმი (ფრთისებრი აპკი) – (თვალის დაავ.) კონიუნქტივის სამკუთხედის ფორმის ნაკეცი, რომელიც გადადის რქოვანაზე შიგნითა, იშვიათად გარეთა მხრიდან. ზრდა ნელა მიმდინაეობს. მხედველობა უარესდება, როდესაც ფრთისებრი აპკი აღწევს გუგის მიდამოს. ეტიოლოგია. ქარით, მტვრით, მძაფრი ანაორთქებისგან და ა.შ. კონიუნქტივის ქრონიკული გაღიზიანება. ცრუ პტერიგიუმი, რომელიც რქოვანაზე გადადის ნებისმიერი მხრიდან, წარმოიქმნება კონიუნქტივის ნაკეცის რქოვანას დაზიანებულ ზედაპირთან (წყლული, დამწვრობა) შეხორცების შედეგად.

Read More

მუშკის ჯირკვლები

მუშკის ჯირკვლები – ზოგიერთი ქვეწარმავლებისა და ძუძუმწოვრების მამრი ინდივიდების კანის ჯირკვლები, რომლებიც გამოყოფენ მძაფრი სუნის მქონე ნივთიერებას – მუშკს. მისი დანიშნულებაა მდედრი ინდივიდების მოზიდვა და დაკავებული ტერიტორიის მონიშვნა. გაფრთხილება! ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი  

დიტლის კრიზები

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი დიტლის კრიზები – მოძრავი და ცთომილი თირკმლის შემთხვევაში თირკმლის კარის სისხლძარღვთა გადაგრეხის დროს შეიძლება აღინიშნოს ეგრეთ წოდებული თირკმლის ჩაჭედვა. ამას მოჰყვება თირკმლის ჭვალის მძაფრი შეტევა, რასაც თან სდევს გულისრევა, ღებინება, შოკის მოვლენები, შარდის შეკავება და თირკმლის ზომაში მომატება გარდამავალი ჰიდრონეფროზის განვითარებით. ხშირად შეტევა იწყება შარდის შეკავებით და

Read More