Tag Archives: მჭიდროდ

შემაერთებელი კოლაგენური ქსოვილი, (ბოჭკოვანი), მკვრივი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი შემაერთებელი კოლაგენური ქსოვილი, (ბოჭკოვანი), მკვრივი – (textus connectivus collagenosus compactus)  შემაერთებელი ქსოვილის სახე, რომელსაც ახასიათებს მჭიდროდ განლაგებული ბოჭკოები მცირერიცხოვანი უჯრედული ელემენტებითა და ძირითადი ნივთიერებებით. ბოჭკოები მდებარეობს ერთმანეთის პარალელურად (ე.წ.ფორმიან შემაერთებელ ქსოვილში) ან უწესრიგოდ (უფორმო შემაერთებელ ქსოვილში). (ც. გაჩეჩილაძე, ნ. ჩიკვილაძე. ჰისტოლოგიის, ციტოლოგიის და ემბრიოლოგიის ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი.”თბ.,”ცოდნა”.2000

Read More

შამბერგის დაავადება

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი შამბერგის დაავადება – (J. F. Schamberg, ამერ. დერმატოლოგი; სინ.: კანის პროგრესირებადი ჰემოსიდეროზი, პროგრესირებადი პიგმენტური დერმატიტი) შედარებით იშვიათი დერმატოზი, რომელიც მიეკუთვნება კანის ჰემოსიდეროზებს. დაავადება ხასიათდება წვივების კანზე, იშვიათად სხვა ნაწილებზე, მჭიდროდ განლაგებული მოწითალო წერტილოვანი ჰემორაგიული ლაქების გაჩენით, რომლებსაც ზოგჯერ აქვთ ტელეანგიექტაზიების ფორმა. თანდათანობით ჩნდებიან ახალ – ახალი კერები,

Read More

ქრომომერები

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ქრომომერები – (chromomeri ბერძნ.chroma  –  ფერი და meros  –  ნაწილი)   ქრომონემების გასქელებული უბნები, რომლებიც ჰეტეროქრომატინს შეიცავენ. ქრომოსომების სიგრძეზე ქრომომერები გარკვეული რიგითაა განლაგებული. ისინი ერთმანეთისაგან განსხვავდება ფორმით, ზომითა და დნმ – ის შემცველობით. ქრომომერებს შორის მანძილს ქრომომერშორისი უბნები ეწოდება. ლიტერატურული მონაცემების თანახმად, თითოეულ ქრომოსომას აქვს მკვეთრად გამოხატული ინდივიდუალური

Read More

ფრჩხილი

ფრჩხილი – (ლათ. unguis ბერძნ. onychos)  მკვრივი რქოვანა ფირ­ფიტა, რომელიც მდებარეობს ფრჩხილის საწოლზე. მორფოლოგიუ­რად გაყოფილია ფესვად, სხეულად და კიდედ; წარმოქმნილია მჭიდროდ ერთმანეთთან მიმდებარე კერატინის შემცველი რქოვანა ქერცლებისაგან. (ც. გაჩეჩილაძე, ნ. ჩიკვილაძე. ჰისტოლოგიის, ციტოლოგიის და ემბრიოლოგიის ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი.”თბ.,”ცოდნა”.2000 წ.) გაფრთხილება! ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი

სუბკულტურა

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი სუბკულტურა – კულტურულ ნიმუშთა ერთობლიობა, რომლებიც მჭიდროდ არიან დაკავშირებული დომინანტ კულტურასთან და ამავე დროს მისგან განსხვავებულნი არიან. (სოც. და მარკ.კვლ.) გაფრთხილება! ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა 3.დიეტები 4.ორსულობა და მშობიარობა