Tag Archives: მჭიდროდ

ქრომომერები

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ქრომომერები – (chromomeri ბერძნ.chroma  –  ფერი და meros  –  ნაწილი)   ქრომონემების გასქელებული უბნები, რომლებიც ჰეტეროქრომატინს შეიცავენ. ქრომოსომების სიგრძეზე ქრომომერები გარკვეული რიგითაა განლაგებული. ისინი ერთმანეთისაგან განსხვავდება ფორმით, ზომითა და დნმ – ის შემცველობით. ქრომომერებს შორის მანძილს ქრომომერშორისი უბნები ეწოდება. ლიტერატურული მონაცემების თანახმად, თითოეულ ქრომოსომას აქვს მკვეთრად გამოხატული ინდივიდუალური

Read More

ფრჩხილი

ფრჩხილი – (ლათ. unguis ბერძნ. onychos)  მკვრივი რქოვანა ფირ­ფიტა, რომელიც მდებარეობს ფრჩხილის საწოლზე. მორფოლოგიუ­რად გაყოფილია ფესვად, სხეულად და კიდედ; წარმოქმნილია მჭიდროდ ერთმანეთთან მიმდებარე კერატინის შემცველი რქოვანა ქერცლებისაგან. (ც. გაჩეჩილაძე, ნ. ჩიკვილაძე. ჰისტოლოგიის, ციტოლოგიის და ემბრიოლოგიის ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი.”თბ.,”ცოდნა”.2000 წ.) გაფრთხილება! ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი