Tag Archives: ნეიროგლიის

მაკროგლია

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი მაკროგლია – ექტოგლია (მაკრო… და ბერძნ. glia – წებო) ნეიროგლიის ნაწილი, რომელიც მოიცავს ასტროგლიას, ოლიგოდენდროგლიას, და ეპენდიმის უჯრედებს. მაკროგლიასა და ნეირონებს საერთო წარმოშობა აქვთ. უმთავრესად ტროფიკულ, დაცვით და საყრდენ ფუნქციას ასრულებს. მაკროგლიის, სახელდობრ ოლიგოდენდროგლიის, უჯრედების ნაწილი (ლემოციტები ანუ შვანის უჯრედები) ნერვული ბოჭკოების გარსებს ქმნის. ლ. ნათაძე. [“1”]

Read More

გლიური უჯრედები

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი გლიური უჯრედები – (gliocyti) ნეიროგლიის, აგრეთვე გლიური ეპითელიუმის უჯრედები გრძნობათა ორგანოებისა და ნერვული დაბოლოებების შემადგენლობაში. იხ.ასტროციტური – (astrocytus), ეპენდიმური – (ependymocytus), შვანის – (lemmocytus), მანტიისებრი უჯრედები – (gliocytus mantelli), უჯრედი – სატელიტები, მიკროგლიის უჯრედები. (ც. გაჩეჩილაძე, ნ. ჩიკვილაძე. ჰისტოლოგიის, ციტოლოგიის და ემბრიოლოგიის ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი.”თბ.,”ცოდნა”.2000 წ.) გაფრთხილება!

Read More