Tag Archives: ნერვის

ოპტიკომიელიტი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ოპტიკომიელიტი – მხედველობის ნერვის ორმხრივი ნევრიტის შერწყმა ზურგის ტვინის დაზიანებასთან, რომლებიც შესაძლოა წარმოიქმნან ერთდროულად ან ნებისმიერი თანამიმდევრობით, რამდენიმე დღიდან რამდენიმე კვირამდე ინტერვალით. შესაძლებელია იყოს მწვავე ენცეფალომიელიტის ან გაფანტული სკლეროზის კლინიკური ვარიანტი ან დამოუკიდებელი დემიელინიზირებადი დაავადება (დევიკის დაავადება) გაფრთხილება! ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა 3.საპატრიარქოს ქართული უნივერსიტეტი

Read More

ნიანგის ცრემლების სინდრომი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ნიანგის ცრემლების სინდრომი – ცრემლდენა ჭამამდე ან მის შემდეგ. წარმოიქმნება როგორც სახის ნერვის ნევროპათიის გართულება, ბოჭკოების არასწორი რეგენერაციის გამო, რომლებიც ანერვიანებენ სანერწყვე ჯირკვლებს, რომლის დროსაც ისინი ჩაიზრდებიან საცრემლე ჯირკვალში. გაფრთხილება! ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა 3.საპატრიარქოს ქართული უნივერსიტეტი 4.დიეტები 5.ორსულობა და მშობიარობა