Tag Archives: ონელს

ყიდვა–გაყიდვის ხელშეკრულება

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ყიდვა–გაყიდვის ხელშეკრულება – შეიცავს პირობებს, რომლებითაც ერთი მხარე (გამყიდველი), მეორე მხარეს (მყიდველს) გადასცემს რაიმე საქონელს ან ცოდნას, გამოცდილებას, რაიმე შემოქმედებითი საქმიანობის შედეგებს, უწევს მომსახურებას, აწარმოებს ობიექტების მშენეებლობას ან ასრულებს სხვა სამუშაოებს გარკვეული გასამრჯელოს ნაცვლად. ყიდვა–გაყიდვის ხელშეკრულებაში მიზანშეწონილია დაწვრილებით აისახოს მხარეთა უფლება–მოვალეობანი საქონლის თავისებურებებისა და მიწოდების ფორმის გათვალისწინებით.

Read More

სტიმული

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი სტიმული – (ფსიქოლოგია)  (ლათ. stimulus – ბასრბოლოიანი ჯოხი, რომლითაც ერეკებოდნენ საქონელს) ზემოქმედება, რომელიც განაპირობებს ინდივიდის ფსიქიკური მდგომარეობის დინამიკას (აღნიშნული როგორც რეაქცია) და არის ძიების მიზეზი მის მიმართ. ფიზიოლოგიაში და ფსიქოფიზიოლოგიაში ცნება ,,სტიმული” გაიგივებულია გაღიზიანების ცნებასთან. გაფრთხილება! ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა 3.დიეტები 4.ორსულობა და მშობიარობა

კომისიონერი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი კომისიონერი – სავაჭრო შუამავალი, რომელიც საქონელს ყიდის და ყიდულობს თავისი სახელით, მაგრამ სხვისი (კომინტენტის) დავალებით, შეთანხმებული ანაზღაურების სანაცვლოდ. კომისიონერი მოქმედებს მისთვის მკაცრად განსაზღვრული უფლებამოსილების ფარგლებში. წინაარმდეგ შემთხვევაში დამვალებელს (თავმდებს) შეუძლია გაწყვიტოს სავაჭრო კომისიის ხელშეკრულება და კომისიონერისაგან მოითხოვოს ზარალის ანაზღაურება. კომისიონერი ვალდებულია თავმდებს გადასცეს დადებული გარიგებით მიღებული მთელი

Read More