ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი პროლიფერაციული კისტომა – (გინეკ.) იხ. სასქესო ორგანოების (ვულვის, საშოს, საშვილოსნოს, საკვერცხეების) კეთილთვისებისნი სიმსივნეები და კისტები (გინეკ.) გაფრთხილება! ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა 3.დიეტები 4.ორსულობა და მშობიარობა
ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი პროლაქტინი – (სინ.: ლაქტოგენური ჰორმონი, ლუთეოტროპული ჰორმონი, ლუთეოტროპინი, მამოტროპინი) ჰიპოფიზის წინა წილის მიერ პროდუცირებული ცილოვანი ბუნების ჰორმონი; გააჩნია მაღალი ბიოლოგიური აქტივობა. პროლაქტინი ასტიმულირებს სარძევე ჯირკვლების ზრდას და განვითარებას, ააქტიურებს ლაქტაციას, ასტიმულირებს ცხიმოვანი ჯირკვლების ზრდასა და ფუნქციას, ასევე შინაგანი ორგანოების ზრდას. არეგულირებს რეპროდუქციულ პროცესებს, ასტიმულირებს დედობრივი ინსტიტიქტის გამოვლინებას.