Tag Archives: ოჯახურ

ოგუტის დაავადება

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ოგუტის დაავადება – (C. Oguchi, იაპონელი ოფთალმოლოგი) ოჯახურ – მემკვიდრეობითი დაავადება, რომელიც ვლინდება ჰემერალოპიით, ფერადი მხედველობის დარღვევითა და თვალის ფსკერის თავისებური გაუფერულებით, და სიბნელეში ყოფნის შემდეგ ნორმალური შეფერილობის დროებითი აღდგენით. გაფრთხილება! ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა 3.საპატრიარქოს ქართული უნივერსიტეტი 4.დიეტები 5.ორსულობა და მშობიარობა

ერითრომელალგია

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ერითრომელალგია – პათოლოგიური მდგომარეობა, რომელიც ხასიათდება მკვეთრი, მწვავე ტკივილებით, რასაც თან ახლავს კანის სისხლძარღვების გაფართოება და კანის ჰიპერემია კიდურების დისტალურ ნაწილებში, უფრო ხშირად ტერფებში, ამავე დროს აღინიშნება კანის ტემპერატურის მომატება, ჰიპერალგეზია, შეშუპება. აღნიშნული გრძელდება რამდენიმე საათის ან დღის განმავლობაში. გვხვდება ახალგაზრდა მამაკაცებში და ახშირად ატარებს ოჯახურ ხასიათს.

Read More