Tag Archives: პათოგენური

კლებსიელოზი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი კლებსიელოზი – ინფექციური დაავადება, რომელიც გამოწვეულია პირობით პათოგენური მიკროორგანიზმებით – კლებსიელებით. მიმდინარეობს გასტროენტერიტის სახით. ვლინდება გულისრევით, ღებინებით, ტკივილით მუცელში, ფაღარათით, სხეულის ტემპერატურის მომატებით. დასუსტებულ პირებში შესაძლებელია ფილტვების, ცენტრალური ნერვული სისტემის დაზიანება, სეფსისის განვითარება. გაფრთხილება! ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა 3.საპატრიარქოს ქართული უნივერსიტეტი 4.დიეტები 5.ორსულობა და მშობიარობა

კლადოსპორიოზი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი კლადოსპორიოზი – ზედაპირული მიკოზი, რომელსაც იწვევს პირობით – პათოგენური სოკო. ხასიათდება ხელიგულისა და ფეხისგულის კანზე ღია ყავისფერი ან შავი ლაქების გაჩენით. ზოგჯერ ზიანდება ფილტვები და თავის ტვინი. გვხვდება იშვიათად, მკურნალობა – სოკოს საწინააღმდეგო საშუალებები. გაფრთხილება! ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა 3.საპატრიარქოს ქართული უნივერსიტეტი 4.დიეტები 5.ორსულობა და

Read More