Tag Archives: მოსაცილებლად

რეამპუტაცია

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი რეამპუტაცია – (ლათ. Re – , წინსართი, რომელიც აღნიშნავს განმეორებით მოქმედებას განახლებას + amputatio მოკვეთა)განმეორებითი ამპუტაცია, რომელიც ტარდება სიმახინჯეების მოსაცილებლად ან კიდურის ტაკვის სამკურნალოდ, შემდგომი პროთეზირების გათვალისწინებით. იშვიათად რეამპუტაცია ტარდება სასწრაფო ჩვენებით, მაგ. ავთვისებიანი ახალწარმონაქმნის  რეციდივის, ან სისხლდენის გამო, რაც გამოწვეულია ნეკროზით. გაფრთხილება! ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა

Read More

პლაზმაფარეზი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი პლაზმაფარეზი – პლაზმის შენაცვლების მეთოდი სითხის ადეკვატური მოცულობით, რომელიც გამოცალკევებულია სეპარატორის მეშვეობით ავადმყოფის სისხლიდან; შენაცვლებად ხსნართან ერთად ორგანიზმში აბრუნებენ ავადმყოფის სისხლის უჯრედებს. პლაზმაფერეზს იყენებენ სისხლის პლაზმის პათოგენური კომპონენტების მოსაცილებლად, სისხლის მომატებული წებვადობის სინდრომის, ჰემოფილიის, თრომბოციტოპენიური პურპურის, ნაყოფისა და ახალშობილის ჰემოლიზური დაავადების, გაფანტული სკლეროზის და სხვ. დროს. გაფრთხილება!

Read More