ანტიტოქსინი (antitoxin) – ორგანიზმში ფორმირებული ანტისხეული ბაქტერიული, მცენარეული ან ცხოველური ტოქსინების მოქმედებით. ანტიტოქსინს აქვს ტოქსინის განეიტრალების უნარი. ანტიტოქსინები მიეკუთვნება იმუნოგლობულინების G კლასს (IgG). პირველად ანტიტოქსიკური შრატი (ანტიდიფტერიული) მიღებული იყო ე. რუს მიერ 1894 წელს. გაფრთხილება! ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი .
ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი შუა ყურის მწვავე ანთება – (ყელ – ყურ – ცხვ. დაავ.) ხშირად აღენიშნებათ ბავშვებს (განსაკუთრებით ძუძუს და ადრეულ ასაკში). პათოგენური მიკროორგანიზმები დაფის აპკზე ხვდებიან მწვავე სურდოს, ადენოიდური წანაზარდების, გრიპის, წითელას, ქუნთრუშას დროს. შუა ყურის ანთების მაპროვოცირებელ ფაქტორებს მიეკუთვნება სურდო, ზოგადი ინფექციები, ორგანიზმის წინააღმდეგობის დაქვეითება. სიმპტომები და მიმდინარეობა.
სტრეპტოკოკები – 1. გრამდადებითი ბაქტერიები. შეუძლიათ შაქრებისა და სპირტების დუღილის გამოწვევა. ზოგიერთ პათოლოგიურ სტრეპტოკოკს შეუძლია სისხლის ერითროციტების დაშლა. სხვები იწვევენ ანგინას, წითელ ქარს, პნევმონიას, სეფსისს, დაჩირქებას და ა. შ. 2. სფეროსებრი უმოძრაო ბაქტერები. გამრავლებისას წარმოქმნიან უჯრედთა ჯაჭვს; პათოგენური სტრეპტოკოკები იწვევენ სტრეპტოკოკურ ინფექციას. გაფრთხილება! ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი
ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი პნევმომიკოზები – (pneumomycosis; ბერძ. Pneuma ჰერი + მიკოზები) ფილტვების სოკოვანი ბუნების დაავადებების ჯგუფის საერთო სახელწოდება. განასხვავებენ ენდოგენურ პნევმომიკოზებს, რომლებიც წარმოიქმნება ენდოგენური საპროფიტული ფლორის გააქტივებით ანტიბიოტიკების, გლუკოკორტიკოსტეროიდების, ციტოსტატიკების უკონტროლო გამოყენებისას და ეგზოგენური პნევმომიკოზები, რომელიც ვითარდება ფაკულტატიურ – პათოგენური სოკოებით აეროგენური დასნებოვნებისას. გაფრთხილება! ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა