ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ართროგენული კონტრაქტურა – (ქირურგ.) ვითარდება ძვლების შიდასასახსრე და სახსარსახლო მოტეხილობების, ამოვარდნილობების, სახსრის ღრძობის და დისთორზიების დროს. უფრო ხშირად უვითარდებათ ავადმყოფებს, რომელთაც აღენიშნებათ სახრსრების მწვავე და ქრონიკული ანთება. არც თუ იშვიათად კონტრაქტურა ვითარდება ჯანმრთელ სახსარშიც, თუკი ის განლაგებულია პათოლოგიურ კერასთან ახლოს, თაბაშირის ნახვევით ხანგრძლივი იმობილიზაციის დროს. მაგალითად, წვივის
ამენორეა – (გინეკ.) მენსტრუაციის არარსებობა. განარჩევენ ფიზიოლოგიური და პათოლოგიურ ამენორეას. ფიზიოლოგიური ამენორეა გვხვდება სქესობრივ მომწიფებამდე, ორსულობის და ბავშვის ძუძუთი კვების (ყოველთვის არა!) პერიოდში, აგრეთვე ხანშიშესულ და მოხუცებულობით ასაკში მენოპაუზის პერიოდში. კრიპტომენორეა – ფარული (ცრუ) მენსტრუაცია. კლინიკურად გამოიხატება ცერვიკალური არხის შეხორცების, სასქესო ორგანოების განვითარების მანკების ან ერთიანი საქალწულე აპკის შედეგად განვითარებული ამენორეით. პათოლოგიური ამენორეა შესაძლოა განპირობებული