Tag Archives: პარაზიტობს

ანკილოსტომისებრნი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ანკილოსტომისებრნი – (Ancylostomatidae), მრგვალი ჭიების ოჯახი. ძუძუმწოვრების (უმთავრესად მტაცებლების), იშვიათად ადამიანის ნაწლავთა პარაზიტები. იკვებებიან მასპინძლის სისხლით. გავრცელებული არიან ყველა მატერიკზე, უმთავრესად ტროპიკულ და სუბტროპიკულ ზონაში. საქართველოში რეგისტრირებულია 7 სახეობა. ადამიანში პარაზიტობს ანკილოსტომისებრნთა ორი სახეობა: ანკილოსტომა (8 – 13 მმ სიგრძისა) და ნეკატორი (6 – 12 მმ). მასპინძლის

Read More

Abbreviata caucasica

Abbreviata caucasica – ჰელმინთთა სახე, რომელიც მიეკუთვნება Physalopteridae ოჯახს და ნემატოდების კლასს; მათი საბოლოო მასპინძელია მაიმუნი, იშვიათად ადამიანი; Abbreviata caucasica პარაზიტობს კუჭში, საყლაპავში, წვრილ ნაწლავში; შუალედურ მასპინძლებს წარმოადგენენ სხვადასხვა ხერხემლიანი ცხოველები.