Tag Archives: პლაზმა

დიპლაზმა

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი დიპლაზმა – (diplasma ბერძნ.di – ორი და იხ.პლაზმა) ზოგიერთი უჯრედის (მაგ., ფიბრობლასტების) ციტოპლაზმა, რომელიც თავისი სტრუქტურისა და ტინქტორული თვისებების მიხედვით მკვეთრადაა გაყოფილი ორ ნაწილად: ენდოპლაზმად და ექტოპლაზმად. (ც. გაჩეჩილაძე, ნ. ჩიკვილაძე. ჰისტოლოგიის, ციტოლოგიის და ემბრიოლოგიის ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი.”თბ.,”ცოდნა”.2000 წ.) გაფრთხილება! ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა 3.საპატრიარქოს

Read More

დეიტეროპლაზმა

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი დეიტეროპლაზმა – (deuteroplasma ბერძნ.deuteros – მეორე და იხ.პლაზმა სინ.პარაპლაზმა) უჯრედების ციტოპლაზმის ის ნაწილი, რომელიც წარმოდგენილია სხვადასხვა სახის ჩანართებით (ცხიმის წვეთები, ყვითრი, სეკრეციული გრანულები, პიგმენტური მარცვლები და ა.შ.) უფრო ხშირად ამ ტერმინს ხმარობენ ციტოპლაზმის ყვითრის ჩანართების აღსანიშნავად. (ც. გაჩეჩილაძე, ნ. ჩიკვილაძე. ჰისტოლოგიის, ციტოლოგიის და ემბრიოლოგიის ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი.”თბ.,”ცოდნა”.2000

Read More