Tag Archives: პოლინევროპათია

ეოზინოფილურ – მიასთენური სინდრომი

ეოზინოფილურ – მიასთენური სინდრომი – პათოლოგიური მდგომარეობა, რომელიც ხასიათდება კუნთების ტკივილებითა და სპაზმებით,  ადვილად დაღლით, სუბფებრილიტეტითა და ეოზინოფილიით პერიფერიულ სისხლში. ვლინდება პარესთეზიები, კანის ინდურაცია, კუნთოვანი სისუსტე, პოლინევროპათია. მიკროსკოპულად კანში, კუნთებში, ფასციებში აღინიშნება მიკროანგიოპათიები და ანთებითი რეაქცია. გაფრთხილება! ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი

დეჟერინ – სოტის დაავადება

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი დეჟერინ – სოტის დაავადება – (ჰიპერტროფიული ინტერსტიციული ნევროპათია) პროგრესირებადი ჰიპერტროფიული სენსორულ – მოტორული პოლინევროპათია, რომელიც გამოწვეულია ნერვული ღეროების მიელინიზაციის დარღვევით. გადაეცემა ავტოსომურ – დომინანტური ტიპით; ვლინდება ბავშვობის ასაკში კიდურების დისტალურ ნაწილებში მგრძნობელობის დაქვეითებითა და მზარდი სისუსტით, მყესოვანი რეფლექსების გაქრობით, ტერფების დეფორმაციით, ზოგჯერ ატაქსიითა და ნისტაგმით, მხედველობის ნერვის

Read More