Tag Archives: რევმატული დაავადებები

შარპის სინდრომი

შარპის სინდრომი

არჩილ შენგელიალალი დათეშიძე

შარპის სინდრომი ხასიათდება სისტემური სკლეროდერმიის, პოლიმიოზიტისა და სისტემური წითელი მგლურას ცალკეული ნიშნების შერწყმით.

შარპის სინდრომი – ეტიოლოგია ცნობილი არ არის, ხოლო პათოგენეზის თავისებურებაა იმუნიტეტის თავისებური დარღვევა, რომელიც ვლინდება ანტისხეულების, იმუნური კომპლექსების ცირკულაციითა და Т-ლიმფოციტების იმუნორეგულატორული ფუნქციის ცვლილებებით. პათოგენეზის თავისებურებაა აგრეთვე მსხვილი სისხლძარღვების ინტიმაში პროლიფერაციული პროცესების განვითარება, რაც ვლინდება რეინოს სინდრომის ნიშებითა და ფილტვისმიერი ჰიპერტენზიით. ავადდებიან უპირატესად ქალები.

Read More

დერმატომიოზიტი

დერმატომიოზიტი დერმატომიოზიტი (პოლიმიოზიტი) (dermatomyositis) – ჩონჩხის და გლუვი მუსკულატურის და კანის სისტემური დაავადება. დერმატომიოზიტი – ეტიოლოგია. ივარაუდება დერმატომიოზიტის ვირუსული (კოკსაკის В2) ეტიოლოგია. მაპროვოცირებელი ფაქტორებია – გაცივება, ინსოლაცია, ტრავმა, ორსულობა, წამლის გადაუტანლობა. სიმსივნური დერმატომიოზიტი აღინიშნება ავადმყოფთა 20-30%-ში. დერმატომიოზიტი – პათოგენეზი: სხვადასხვა იმუნოპათოლოგიური დარღვევები. ის, რომ ავადმყოფთა შორის სჭარბობენ ქალები (2:1), ასევე დაავადების ორი ასაკობრივი პიკი (გარდატეხისა

Read More