Tag Archives: სამი

სამ-ი

სამ-ი – ანტინევროზული პრეპარატი ემოციური სტაბილურობისთვის

სამ-ი-ს აღწერა

SAMe ( გამოითქმის ” სამ-ი ” S- adenosylmethionine-S-ადენოზილმეთიონინი (მეთილის ჯგუფების გადატანის რეაქციებში მონაწილე კოფერმენტი) მოლეკულაა , რომელსაც სხეული მუდმივად აწარმოებს უამრავი სასიცოცხლო ორგანოს ფუნქციების “მოსამარაგებლად” . აღმოჩენილი იქნა 1952 წელს. პოპულარობის ზრდა გამოიწვიეს ბოლოდროინდელმა კვლევებმა, რომლებიც ადასტურებენ დეპრესიის სამკურნალოდ მის ქიმიური ანტიდეპრესანტების ანალოგიურ ეფექტურობას უფრო სწრაფი მოქმედების და გვერდითი მოვლენების არარსებობის ფონზე.

Read More

ჰისტოგენეზი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ჰისტოგენეზი – (histogenesis ბერძნ. histos  –  ქსოვილი და genesis  –  განვითარება)  –  ქსოვილის განვითარება ემბრიონული საწყისების უჯრედული მასალისაგან. ჰისტოგენეზს ახასიათებს უჯრედის სპეციალიზაციასთან დაკავშირებული უჯრედოვანი დიფერენცირების გაძლიერება. ამას თან სდევს ბირთვულ – ციტოპლაზმური დამოკიდებულების გადახრა ბირთვის ზომასთან შედარებით ციტოპლაზმის ზომის მკვეთრი მატებისკენ, რაც სულ უფრო შესამჩნევი ხდება. ყოველგვარი

Read More

ატფ

ატფ – (ადენოზინტრიფოსფორმჟავა)  – ნაერთი, რომელიც შედგება ადენინის, რიბოზისა და სამი ფოსფატური ჯგუფისაგან. ატფ – ის მოლეკულაში ფოსფატური ჯგუფები მიერთებულია მაკროერგული კავშირების მეოხებით, ასე რომ, მათი მოწყვეტის დროს დიდი რაო­დენობით ენერგია თავისუფლდება. ამ დროს ატფ გარდაიქმნება ადფ – ად (ადენოზინდიფოსფორმჟავად). ატფ – ს შეიცავს მიტოქონდრიები და სხვა მრავალი უჯრედოვანი სტრუქტურა. ის გამოიყენება უჯრედის სუნთქვის პროცესში,

Read More

ადენოზინფოსფორის მჟავები

ლალი დათეშიძე

ადენოზინფოსფორის მჟავები – ნუკლეოტიდები (იხ.), ადენოზინის მონო – , და დი – , და ტრიფოსფორის ეთერები, რომელთა შედგენილობაში შედის ადენინი (იხ.), ნახშირწყალი რიბოზა (იხ.) და ფოსფორმჟავას ერთი (ამფ), ორი (ადფ) ან სამი (ატფ) ნაშთი. მნიშვნელოვან როლს ასრულებს ყოველი უჯრედის ენერგიისა და ნივთიერებათა ცვლაში. ადფ – სა და ატფ – ში ქიმ. ენერგიის დიდი მარაგია, რის გამოც მათ მაკროერგულ ნაერთებს (იხ.) უწოდებენ.

Read More