ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი სისხლხველება – ჰემოპტოე, სასუნთქი ორგანოებიდან სისხლის გამოყოფა ხველების დროს. ნახველში შეიძლება იყოს სისხლის ”ძაფები”, სისხლის მინარევი, სუფთა სისხლი, ”ჟანგიანი” ნახველი და სხვ. ფილტვებიდან სისხლდენის დროს სისხლის დიდი რაოდენობა გამოიყოფა. სისხლხველება გვხვდება ტუბერკულოზის, ბრონქიტის, ბრონქოექტაზიური დაავადების, ფილტვის სიმსივნის, ანთების, აბსცესის, ინფარქტის, გულის ზოგიერთი მანკისა და სხვ. დროს. სისხლხველების
ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი სამედიცინო პარაგრაფები – ” – XVIII ს. (1714 – 24) სამედიცინო ძეგლი, რომლის ავტორია ვახტანგ VI. წიგნი შედგება 37 პარაგრაფისაგან, სადაც ძირითადად დახასიათებულია არაორგ. წარმოშობის სამკურნ. საშუალებანი, მათი შემზადების და გამოყენების წესები; აღწერილია წამლები, რომლებსაც იყენებდნენ ხველების, გულის, კუჭ – ნაწლავის, ფილტვების, სახსრების და სხვ. დაავადებათა დროს;
ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი გამოგონება – ადამიანის პრაქტიკული მოღვაწეობის სხვადასხვა სფეროში წამოჭრილი ამოცანის ახალი ტექნიკური გადაწყვეტა, რომელსაც აღიარებს და მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად იცავს სახელმწიფო. საბჭოთა კანონმდებლობა აღიარებს გამოგონებებს ქვეყნის სახალხო მეურნეობის, სოციალურ – კულტურული ცხოვრების და თავდაცვის ყველა დარგში. გამოგონებად ითვლება აგრეთვე არა წმინდა ტექნიკური ხასიათის ამოცანის გადაწყვეტაც – (მაგ., მიკროორგანიზმების