Tag Archives: სიმპტომატიკით

ფსევდოაბდომინური სიდრომი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ფსევდოაბდომინური სიდრომი – (ბერძ. Pseudes ცრუ + ლათ. Abdominalis მუცლის; სინ.: ცრუ მწვავე მუცელი) ტერმინი, რომელიც ფართოდ გამოიყენება კლინიკურ ლიტერატურაში; აერთიანებს ორგანიზმის სხვადასხვა სისტემებისა და ორგანოების დაავადებებსა და პათოლოგიურ მდგომარეობებს, მუცლის ღრუს ორგანოთა მწვავე პათოლოგიებისათვის დამახასაითებელი სიმპტომატიკით. ფსევდოაბდომინური სიდრომით შესაძლოა მიმდინარეობდეს სასუნთქი ორგანოების (პნევმონია, პლევრიტი),  გულ –

Read More

სიმპტომატური წყლულები

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი სიმპტომატური წყლულები – კუჭის სიმპტომატური წყლულები წარმოადგენს კუჭის ლორწოვანი გარსის მწვავე ან ქრონიკულ კეროვან დესტრუქციას; ეტიოლოგიისა და პათოგენეზის მიხედვით განსხვავდება წყლულოვანი დაავადებისაგან და წარმოადგენს ორგანიზმის პათოლოგიური მდგომარეობის მხოლოდ კუჭის ადგილობრივ გამოვლინებას, რაც გამოწვეულია სხვადასხვა ფაქტორებით. ეტიოლოგია, პათოგენეზი. კუჭის სიმპტომატური წყლულებია: 1. ,,წამლისმიერი“ წყლულები (აცეტილსალიცილის მჟავასა და მისი

Read More

ისტერია

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ისტერია – (hysteria; ბერძ. Hystera საშვილოსნო) ფსიქოგენიების სახესხვაობა, რომელიც წარმოიქმნება ფსიქოტრავმული გარემოებების ზემოქმედებით თავისებური ხასიათის მქონე (ისტერიული ხასიათის) პირებში და ასევე ჯანმრთელ ადამიანებში მძიმე ფსიქოტრავმულ პირობებში. ხშირად ვლინდება ახალგაზრდა ასაკში, უპირატესად ქალებში, თუმცა ავადდებიან მამაკაცებიც. ხასიათდება მრავალრიცხოვანი ფუნქციური დარღვეევებით, მეტად პოლიმორფული სიმპტომატიკით, რომელიც გარეგნულად მოგვაგონებს სხვადასხვა დაავადებებს.

Read More

გალაქტოზემია

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი გალაქტოზემია – (ბავშვებში) მემკვიდრეობითი დაავადება, რომელსაც საფუძვლად უდევს გალაქტოზის გლუკოზად გარდაქმნის პროცესის ბლოკირება. ეტიოლოგია, პათოგენეზი. ორგანიზმში გალაქტოზა განიცდის ფოსფორილირებას, ამასთან წარმოიქმნება გალაქტოზო – 1 – ფოსფატი; დაავადების დროს მემკვიდრეობითი დეფექტის გამო მისი შემდგომი გარდაქმნა აღარ ხდება და გალაქტოზა და გალაქტოზო – 1 – ფოსფატი გროვდება სისხლსა და

Read More