Tag Archives: სკოტომის

შტარგარდტის დეგენერაცია ყვითელი სხეულის

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი შტარგარდტის დეგენერაცია ყვითელი სხეულის – ყვითელი ლაქის ჭაბუკური დეგენერაცია. ოჯახური  –  მემკვიდრეობითი ბადურის ორმხრივი დეგენერაცია, ვითარდება 8 – 15 წლის ასაკში. ახასიათებს ყვითელი ლაქის (ბადურის ლაქის) დაზიანება. ვლინდება მხედველობის სიმახვილის დაქვეითებით, ცენტრალური სკოტომის განვითარებით. მემკვიდრეობის ტიპია უტოსომურ – რეცესიული. [“3”] გაფრთხილება! ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა

Read More

სინათლისმიერი ოფთალმია

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი სინათლისმიერი ოფთალმია – კონიუნქტივის, რქოვანას და ბადურა გარსის  დამწვრობა თვალზე ძალიან კაშკაშა სინათლის ზემოქმედებით. სიმპტომები. 6 – 8 საათის შემდეგ სინათლის მოქმედების შემდეგ ვლინდება მწვავე ტკივილი თვალებში, ბლეფაროსპაზმი, ცრემლდენა. კონიუნქტივა ჰიპერემიულია და რამდენადმე შეშუპებულია, ზოგჯერ ვლინდება პერიკორნეალური ინიექცია. რქოვანა დაბინდულია. გუგები შევიწროვებულია, რეაქცია სინათლეზე დუნეა. ბადურა გარსის

Read More

მასუდა – კიტახარას სინდრომი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი მასუდა – კიტახარას სინდრომი – პრერეტინული შეშუპება, ბადურის იდიოპათიკური ბრტყელი ატკეცა, ცენტრალური ექსუდატური რეტინიტი, ანგიოსპასტიკური ცენტრალური რეტინოპათია, ანგიონევრიტული ცენტრალური ქორიორეტინოპათია, ცენტრალური სერიოზული ქორიორეტინიტი – თვალის ტოქსიკურ ინფექციური ბუნების დაავადება. ახასიათებს ქორიოპათიკური ფირფიტის სისხლძარღვოვანი გარსის სისხლძარღვთა სპაზმი. გამოვლინდება მხედველობის უცაბედი გაუარესებით, ცენტრალური სკოტომის განვითარებით. ნიშანდობლივია ოფტალმოსკოპიურად – ბადურის

Read More

ამბლიოპია ისტერიული

ამბლიოპია ისტერიული – ეტიოლოგია. თავის ტვინის ქერქში მხედველობითი აღქმის დარღვევა. სიმპტომები, მიმდინარეობა. მხედველობის სიმახვილის უეცარი დაქვეითება, როგორც წესი, ორმხრივი; შესაძლებელია ახლდეს მხედველობის ველის კონცენტრული შევიწროება, სკოტომის, ჰემიანოფსიის წარმოქმნა. მხედველობა დაქვეითებული რჩება რამდენიმე საათიდან რამდენიმე თვემდე. ადვილი არ არის სიმულაციისაგან გარჩევა. მკურნალობა. ფსიქოთერაპია, სედატიური საშუალებები. გაფრთხილება! ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი