Tag Archives: სტადიებზე

ამნიოგენეზი

ამნიოგენეზი – (amniogenesis ბერძნ.amnion – კრავი და genesis – ჩასახვა, წარმოქმნა) ამნიონის წარმოქმნის პროცესი; ადამიანსა და ადამიანის მსგავს მაიმუნებში მიმდინარეობს ჩანასახოვანი ფარის ფიალასებრი ჩაღრმავების კიდეების შერწყმის გზით. ამნიონი ასრულებს მკვებავ (ადრეულ სტადიებზე), დამცველობით, ენდოკრინულ (გამომ­ყოფ) ფუნქციებს, მონაწილეობს წყალ – მარილოვან ცვლაში და სხვ. (ც. გაჩეჩილაძე, ნ. ჩიკვილაძე. ჰისტოლოგიის, ციტოლოგიის და ემბრიოლოგიის ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი.”თბ.,”ცოდნა”.2000 წ.)

Read More

ალკოჰოლური დეგრადაცია

ალკოჰოლური დეგრადაცია – პიროვნების ცვლილება, რომელიც განპირობებულია ქრონიკული ალკოჰოლიზმით. ჩვეულებრივ ვითარდება დაავადების მე – 2 – 3 სტადიებზე. ძირითადად ზიანდება პიროვნების ემოციური და ნებისყოფის სფეროები, ქვეითდება მისი მორალურ – ეთიკური თვისებები. გვიან ეტაპებზე ვლინდება აზროვნებისა და ინტელექტის დარღვევები. შესაძლებელია პიროვნების ფსიქოპათიზაციის, ალკოჰოლური ენცეფალოპათიის, ასევე ალკოჰოლური დემენციის განვითარება. გაფრთხილება! ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი

Read More