Tag Archives: სტადიებზე

შაია – დრეიჯერის სინდრომი

შაია – დრეიჯერის სინდრომი – (G. M. Shy, ამერიკ. ნევროპათოლოგი; G. A. Drager, ამერიკ. ნევროპათოლოგი)  ცენტრალური ნერვული სისტემის უცნობი ეტიოლოგიის დეგენერაციული დაზიანება, რომელიც ვლინდება ორთოსტატიკური არტერიული ჰიპოტენზიით, რომელიც დაავადების სხვადასხვა სტადიებზე შერწყმულია პარკინსონიზმის სიმპტომებთან, ანჰიდროზთან, მენჯის ორგანოების ფუნქციის მოშლასთან და სხვა ნევროლოგიურ დარღვევებთან. დაავადება იშვიათად გვხვდება; აღინიშნება ორივე სქესის, 50 – 70 წლის ასაკის პირებში.

Read More

ყბის ცისტები

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ყბის ცისტები – ოდონტოგენური წარმოშობის, თხიერი შემცველობის პათოლოგიური ღრუ წარმონაქმნი. ეტიოლოგია, პათოგენეზი. ფესვის ცისტა ვითარდება ეპითელური ელემენტებისაგან პერიოდონტში მიმდინარე ანთებითი კერის გამაღიზიანებელი ზემოქმედებით. ფოლიკულური ცისტის წარმოშობას უკავშირებენ კბილის ფოლიკულის ცისტურ გადაგვარებას. ყბების ცისტების კლინიკური მიმდინარეობა საწყის სტადიებზე უსიმპტომოა. განვითარების მიხედვით წარმოიქმნება მრგვალი, უმტკივნეული გამობერილობა. დიაგნოზის დასაზუსტებლად ტარდება

Read More

ფილტვების თანდაყოლილი ცისტები

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ფილტვების თანდაყოლილი ცისტები – ცისტები შეიძლება  იყოს ჰაერით ან სითხით ავსებული, ერთეული ან მრავლობითი. ისინი წარმოიქმნებიან ემბრიოგენეზის იმ პერიოდში, როდესაც ფორმირდება ბრონქები და ალვეოლები. ადრეულ სტადიებზე ორგანოგენეზის დარღვევის დროს ვითარდება ერთეული ცისტები, გვიან  სტადიებზე  –  მრავლობითი ცისტები. კლინიკური სიმპტომატიკა დამოკიდებულია გართულებების არსებობაზე ან არარსებობაზე: ცისტის დაჩირქება, მისი

Read More

ურემია

ურემია – ორგანიზმის მწვავე ან ქრონიკული თვითმოწამვლის კლინიკური სინდრომი, რომელიც თირკმელების უკმარისობითაა განპირობებული: სისხლში ხდება ცილოვანი ცვლის საბოლოო და შუალედური ტოქსიკური პროდუქტების დაგროვება, მჟავა – ტუტოვანი და ოსმოსური წნევის წონასწორობის დარღვევები. ვლინდება მოდუნებით, სისუსტით, მძინარობით, გონების დაბინდვით, თავის ტკივილით, მხედველობის დარღვევით, პირის სიმშრალით, წყურვილით, ფაღარათით, კანის ქავილით, ღრძილებიდან სისხლდენით და სხვ. დაავადების ბოლო სტადიებზე სახის

Read More

პარონიქია

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი პარონიქია – 1. (ქირურგ.) ფრჩხილისახლო ამობუცულობის ანთება. მიზეზები – ჩხვლეტის შედეგად მისი დაზიანება, ნუნის აცლა, ჰიგიენის წესების დაცვის გარეშე გაკეთებული მანიკიური. სიმპტომები, მიმდინარეობა. ფრჩხილისახლო ამობურცულობის ტკივილი, შეშუპება და სიწითლე, უმნიშვნელო ჩირქოვანი გამონადენი, პალპაციით – მტკივნეულობა. მკურნალობა. თავდაპირველად თბილი სოდის აბაზანები, ანტისეპტიკებით დასველებული საფენები, სპირტიანი კომპრესები. თუკი აღნიშნული

Read More