Tag Archives: სტრუქტურებს

ციტოპლაზმის მატრიქსი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ციტოპლაზმის მატრიქსი – (matrix cytoplasmatis ლათ.matrix – დედა; აქ ნივთიერება, რომლისგანაც წარმოიქმნება ციტოპლაზმური სტრუქტურები; სინ.ჰიალოპლაზმა) – ციტოპლაზმის ძირითადი ჰომოგენური ნივთიერება, რომელიც ავსებს ენდოპლაზმური ბადის მემ­ბრანებს, ორგანოიდებს, მეტაპლაზმურ წარმონაქმნებს, ჩანართებსა და სხვა სტრუქტურებს შორის ყველა სივრცეს. მატრიქსში მიმდი­ნარეობს უჯრედის სასიცოცხლო აქტივობის გამპირობებელი ბიოქი­მიური რეაქციები, აგრეთვე ხორციელდება ნივთიერებათა ტრანსპორტი.

Read More

ფიბრილები

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ფიბრილები – ძაფისებრი ცილოვანი სტრუქტურები უჯრედებში და ქსოვიოლებში, მაგ. კოლაგენური ბოჭკოები, კუნთოვანი – მიოფიბრილები, ნერვული   – ნეიროფიბრილები. ძირითადად წარმოადგენს საყრდენ სტრუქტურებს,  ხოლო კუნთებში შემკუშავ წარმონაქმნებს. გაფრთხილება! ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა 3.დიეტები 4.ორსულობა და მშობიარობა

სოციოლოგია

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი სოციოლოგია – მეცნიერება, რომელიც სწავლობს საზოგადოების სტრუქტურებს, მათ ელემენტებს და არსებობის პირობებს, აგრეთვე ამ სტრუქტურებში  მიმდინარე სოციალურ პროცესებს. (სოც. და მარკ.კვლ.) გაფრთხილება! ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა 3.დიეტები 4.ორსულობა და მშობიარობა

სარკოპლაზმა

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი სარკოპლაზმა – 1. (sarcoplasma ბერძნ. sarx, sarcos  –  ხორცი და იხ.პლაზმა) კუნთოვანი  უჯრედების (მიობლასტების სარკობლასტების) და განივზოლიანი კუნთოვანი ბოჭკოების ციტოპლაზმა. (ც. გაჩეჩილაძე, ნ. ჩიკვილაძე. ჰისტოლოგიის, ციტოლოგიის და ემბრიოლოგიის ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი.”თბ.,”ცოდნა”.2000 წ.) 2.  კუნთოვანი ბოჭკოებისა და უჯრედების ციტოპლაზმა; ავსებს მიოფიბრილებს შორის სივრცეებს, შეიცავს, სტრუქტურებს, რომლებიც უზრუნველყოფენ ბოჭკოებში

Read More

ნათხემოვანი დეგენერაციები

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ნათხემოვანი დეგენერაციები – თავის ტვინის მემკვიდრეობითი დაავადებები, რომელიც მოიცავს ნათხემს და მასთან დაკავშირებულ სტრუქტურებს და ვლინდება ნათხემოვანი ატაქსიით. გაფრთხილება! ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა 3.საპატრიარქოს ქართული უნივერსიტეტი 4.დიეტები 5.ორსულობა და მშობიარობა