Tag Archives: სუნთქვა

აპნეუზი

განმარტებითი ლექსიკონი აპნეუზი – პათოლოგიური სუნთქვა,რომლისთვისაც დამახასიათებელია გახანგრძლივებული ჩასუნთქვა და ხანმოკლე ამოსუნთქვა.აღინიშნება იმ შემთხვევაში,თუ შემაკავებელი იმპულსები გარკვეული მიზეზების გამო ვერ აღწევენ თავის ტვინის სასუნთქ ცენტრამდე.

აგონალური

განმარტებითი ლექსიკონი აგონალური – ეს ტერმინი გამოიყენება სიკვდილის დროს მიმდინარე მოვლენების,კერძოდ,სუნთქვის გაჩერების ან ეკგ-ზე და ეეგ-ზე შესაბამისი ცვლილებების აღსაწერად,რომლებიც სიკვდილის დადგომის ფაქტის კონსტატირების საშუალებას იძლევიან.

ჩეინ – სტოქსის სუნთქვა

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ჩეინ  –  სტოქსის სუნთქვა – პერიოდული სუნთქვის ერთ  –  ერთი სახე: ზედაპირული და იშვიათი სუნთქვითი მოძრაობები, რომელიც თანდათანობით ხშირდება და ღრმავდება და მაქსიმუმს აღწევს 5  –  7 ჩასუნთქვის შემდეგ, შემდეგში კი კვლავ სუსტდება და იშვიათდება, დგება სუნთქვის ხანმოკლე შეჩერება  –  აპნოე, რის შემდეგაც  ციკლი მეორდება. აღინიშნება გულის

Read More

ქსოვილოვანი სუნთქვა

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ქსოვილოვანი სუნთქვა – ცოცხალი ორგანიზმის ორგანოებსა და ქსოვილებში მიმდინარე აერობული ჟანგვა – აღდგენითი პროცესები, რომლებიც იწვევენ სხვადასხვა ორგანული ნაერთების ჟანგვით დაშლას, ცვლის საბოლოო პროდუქტების წარმოქმნით და ენერგიის გამოთავისუფლებით, რომელსაც ორგანიზმი იყენებს ფიზიოლოგიური ფუნქციების განსახორციელებლად. გაფრთხილება! ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა 3.დიეტები 4.ორსულობა და მშობიარობა

ქრონიკული სურდო

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ქრონიკული სურდო – (ყელ – ყურ – ცხვ. დაავ.) გვხვდება მარტივი, ჰიპერტროფიული და ატროფიული სახით. ვითარდება ხშირი მწვავე გაცივებების, ინფექციური დაავადებების, ადენოიდების, ქრონიკული სინუსიტების, პროფესიული მავნებლობების ნიადაგზე. სიმპტომები. მარტივი ქრონიკული სურდოს დროს აღინიშნება ცხვირის ნიჟარების უმნიშვნელო ჰიპერემია და შეშუპება. სიმპტომები ანალოგიურია, რაც მწვავე სურდოს დროს, თუმცა ნაკლებად

Read More