Tag Archives: ტერმინალური

სეკრეციული სადინარი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი სეკრეციული სადინარი – (ductus secretorius)  ეპითელური მილაკი, რომელიც გამოიტანს ჯირკვლის სეკრეტს ტერმინალური ნაწილიდან ორგანოს ზედაპირზე. შესაძლებელია იყოს სხვადასხვა დიამეტრისა. სინ.გამომტანი სადინარი (ductus excretorius). (ც. გაჩეჩილაძე, ნ. ჩიკვილაძე. ჰისტოლოგიის, ციტოლოგიის და ემბრიოლოგიის ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი.”თბ.,”ცოდნა”.2000 წ.) გაფრთხილება! ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა 3.დიეტები 4.ორსულობა და მშობიარობა

საყლაპავის კარდიული ჯირკვლები

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი საყლაპავის კარდიული ჯირკვლები – (glandulae cardiacae oesophagi ბერძნ.oesophagus  –  საყლაპავი)მარტივი დატოტვილი მილაკოვანი ჯირკვლები, რომელთა ტერმინალური ნაწილები კუბური და ცილინდრული  უჯრედებისაგან შედგება. გამომტანი სადინრების ეპითელიუმი ცილინდრულია; ჯირკვლებში მრავალი ენდოკრინული უჯრედია. ჯირკვლის სეკრეტი შეიცავს პეპსინს. (ც. გაჩეჩილაძე, ნ. ჩიკვილაძე. ჰისტოლოგიის, ციტოლოგიის და ემბრიოლოგიის ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი.”თბ.,”ცოდნა”.2000 წ.) გაფრთხილება! ბმულები:

Read More