Tag Archives: ტექნოლოგიურ

წარმოების კომპლექსური ავტომატიზაცია

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი წარმოების კომპლექსური ავტომატიზაცია – (ინტ.) complex automation manufacturing საწარმოო პროცესების ავტომატიზაციის მეთოდოლოგია, დაფუძნებული კომპიუტერების გამოყენებაზე. აერთიანებს საპროექტო სამუშაოებს, ტექნოლოგიურ საშუალებებს, დაგეგმვის, კონტროლის, მართვისა და აღრიცხვის სისტემებს. კომპლექსური ავტომატიზაციის სისტემის დანერგვის შედეგად, საწარმო არსებითად ამცირებს ზედნადებ ხარჯებს, დაფინანსების დანახარჯებს, წარმოების ნარჩენებსა და წუნს, უზრუნველჰყოფს ნედლეულისა და ენერგიის ეკონომიას.

Read More

საინფორმაციო – ტექნოლოგიები

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი საინფორმაციო – ტექნოლოგიები – (ინტ.) information technology  ერთიან ტექნოლოგიურ ჯაჭვში გაერთიანებული მეთოდები, საწარმოო – ტექნოლოგიური და აპარატულ – პროგრამული საშუალებები, რომლებიც ინფორმაციის შეგროვებას, შენახვას, გამოყვანასა და გავრცელებას უზრუნველყოფენ; საინფორმაციო ტექნოლოგიების ძირითად ამოცანას, საინფორმაციო რესურსებით სარგებლობის შრომატევადობის შემცირება, მათი  ოპერატიულობისა და საიმედოობის ხარისხის ზრდა წარმოადგენს. გაფრთხილება! ბმულები: 1.საავტორო

Read More

ინტერნეტის რეგულირება

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ინტერნეტის რეგულირება – (ინტ.) საკანონმდებლო და საორგანიზაციო ღონისძიებათა კომპლექსი, მიმართული ინტერნეტის განვითარებასა და მხარდაჭერაზე. მოიცავს: სამეწარმეო და საგადასახადო კანონმდებლობას; ტექნოლოგიურ სტანდარტებს, ლიცენზირებას, ფასთა რეგულირებას; ინტელექტუალური საკუთრების, კონფიდენციალობის, მომხმარებელთა დაცვის და კონკურენციის განვითარების ღონისძიებებს; კომპიუტერულ დანაშაულობათა წინააღმდეგ მიმართულ კანონებს; პროვაიდერული საქმიანობის დამარეგულირებელ კანონებსა და სხვ. ინტერნეტის რეგულირების საშუალებები

Read More

ინტერნეტის მოწესრიგება

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ინტერნეტის მოწესრიგება – (ინტ.) sorting of Internet ქსელური საინფორმაციო სივრცის შინაგანი მოწყობა, რაც გულისხმობს ძირითადი საინფორმაციო კვანძების სტრუქტურირებას, გადაჯგუფებას და კონსოლიდაციას გარკვეული თემების მიხედვით. საინფორმაციო რესურსების კონსოლიდაცია ადამიანის საქმიანობის კონკრეტული სფეროების (მაგალ. მეცნიერების, განათლების, ეკონომიკის, ხელოვნების, პოლიტიკის) გარშემო ხდება. კონსოლიდაციის წერტილებია ამ სფეროთა დარგები (სახეები, ტიპები). ასეთი

Read More

ინტერნეტის გარე საფრთხეები

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ინტერნეტის გარე საფრთხეები – (ინტ.) საფრთხეები, რომლებიც იწვევენ მომხმარებელთათვის არასკეთილსასურველ შედეგებს. განასხვავებენ ტექნოლოგიურ და სოციალურ გარე საფრთხეებს: პირველს მიეკუთვნება არხების დაბალი სწრაფმოქმედება, ქსელთან მიერთების არარაციონალური მეთოდები, შემოტანილი ვირუსები, ინფორმაციული „წარღვნა და ა.შ; მეორეს – ზემოქმედება ადამიანის ინდივიდუალურ ცნობიერებაზე, მის ფიზიკურ და ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე, მასალების მხოლოდ ინგლისურ ენაზე

Read More