Tag Archives: ტვინი

ცენუროზი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ცენუროზი – იშვიათი ჰელმინთოზი ცესტოდოზების ჯგუფიდან, იწვევს ლენტისებრი ჭია. დასნებოვნება ხდება ძაღლებიდან. ზიანდება კუნთები, იშვიათად ტვინი. მკურნალობა ოპერაციულია – პარაზიტული ცისტის ამოკვეთა. გაფრთხილება! ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა 3.დიეტები 4.ორსულობა და მშობიარობა

შუამდებარე ტვინი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი შუამდებარე ტვინი – თავის ტვინის ღეროს ნაწილი, რომელშიც შედის მხედველობის ბორცვი (თალამუსი), მხედველობის ბორცვუკანა მიდამო (მეტათალამუსი), მხედველობის ბორცვქვეშა მიდამო (ჰიპოთალამუსი), მხედველობის ბორცვზედა მიდამო (ეპითალამუსი) და სუბთალამური მიდამო (სუბთალამუსი). შუამდებარე ტვინში მდებარეობს ვეგეტატიური ნერვული სისტემის ცენტრები. გაფრთხილება! ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა 3.დიეტები 4.ორსულობა და მშობიარობა