Tag Archives: ტივობის

ციტოპლაზმის მატრიქსი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ციტოპლაზმის მატრიქსი – (matrix cytoplasmatis ლათ.matrix – დედა; აქ ნივთიერება, რომლისგანაც წარმოიქმნება ციტოპლაზმური სტრუქტურები; სინ.ჰიალოპლაზმა) – ციტოპლაზმის ძირითადი ჰომოგენური ნივთიერება, რომელიც ავსებს ენდოპლაზმური ბადის მემ­ბრანებს, ორგანოიდებს, მეტაპლაზმურ წარმონაქმნებს, ჩანართებსა და სხვა სტრუქტურებს შორის ყველა სივრცეს. მატრიქსში მიმდი­ნარეობს უჯრედის სასიცოცხლო აქტივობის გამპირობებელი ბიოქი­მიური რეაქციები, აგრეთვე ხორციელდება ნივთიერებათა ტრანსპორტი.

Read More

ციკლოიდია

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ციკლოიდია – (ბერძ. kykloeides – წრისებური) – პიროვნების ანომალია, რომელიც აღწევს ფსიქოპათიის ხარისხს, ამაღლებული და დათრგუნული განწყობილებისა და აქტივობის მონაცვლეობით. გაფრთხილება! ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა 3.დიეტები 4.ორსულობა და მშობიარობა

ჩაილდის გრადიენტი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ჩაილდის გრადიენტი – ფიზიოლოგიური აქტივობის გრადიენტი, რომელიც განაპირობებს ჩანასახის ინტეგრაციას. გრადიენტების თეორია შეიმუშავა ამერიკელმა ფიზიოლოგმა ჩაილდმა, რის გამოც ხში­რად ფიზიოლოგიურ გრადიენტებს ჩაილდის გრადიენტებს უწოდებენ. (ც. გაჩეჩილაძე, ნ. ჩიკვილაძე. ჰისტოლოგიის, ციტოლოგიის და ემბრიოლოგიის ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი.”თბ.,”ცოდნა”.2000 წ.) გაფრთხილება! ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა 3.დიეტები 4.ორსულობა და მშობიარობა

ქრომოსომის ფენოტიპი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ქრომოსომის ფენოტიპი – (phaenotypus chromosomatis ბერძნ. phaino  –  ვუჩვენებ და typos  –  სახე, ანაბეჭდი)  ქრომოსომების სა­ერ­თო სურათის ცვლილებები ქრომოსომაში უჯრედის განვითა­რებისა და ფუნქციონირების პირობების მიხედვით. ვარაუდობენ, რომ ამ დროს ქრომოსომების გენური შემადგენლობა უცვლელი რჩება, იცვლება მხოლოდ გენების აქტივობის დონე. ტერმინი შემოიღო ლიმა დე ფარიამ (1954). (ც. გაჩეჩილაძე,

Read More

ქოლინესთერაზის რეაქტივატორები

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ქოლინესთერაზის რეაქტივატორები – სამკურნალო საშუალებები, რომლებიც ახდენენ ქოლინესთერაზის აქტივობის აღდგენას გაფრთხილება! ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა 3.დიეტები 4.ორსულობა და მშობიარობა