Tag Archives: ტილია

ფსევდოჰიპოპარათირეოზი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ფსევდოჰიპოპარათირეოზი – 1. (ბერძ. Pseudes ცრუ + hypo –  +ლათ. [glandula] parathyroidea ფარისებრახლო ჯირკვალი +  – osis; სინ.: ოლბრაიტის მემკვიდრეობითი ოსტეოდისტოროფია) ძვლოვანი სისტემის იშვიათი მემკვიდრეობითი დაავადება, რომელიც ახდენს ჰიპოპარათირეოზის იმიტაციას და მიმდინარეობს კალციუმისა და ფოსფორის ცვლის მოშლით; ხასიათდება ფიზიკური და გონებრივი განვითარების შეფერხებით. დაავადების დროს აღინიშნება ტონური

Read More

ულრიხის სინდრომი

ულრიხის სინდრომი – (О. Ullrich, გერმ. პედიატრი) განვითარების ანომალია: კისერზე ნაკეცების არსებობა დვრილისებრ მორჩსა და აკრომიონს შორის, რასაც თან ახლავს კიდურების მრავლობითი ცვლილებები (სინდაქტილია, კლინოდაქტილია, ბარძაყის თანდაყოლილი ამოვარდნილობა და სხვ.); მიმდინარეობს ლიმფანგიექტაზიით და მტევნებისა და ტერფების ზურგის ზედაპირების შეშუპებით. გაფრთხილება! ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი .

სტაინტონის სინდრომი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი სტაინტონის სინდრომი – მემკვიდრეობითი ოდონტოპლაზია. გადაიცემა ავტოსომურ – დომინანტური წესით. აღინიშნება მოყავისფრო ან რუხი სარძევე კბილები, მტვრევადი ემალი, დენთინური შრის უგრძნობლობა. კბილის გვირგვინი სწრაფად ცვდება და ვითარდება ყბების არასწორი დგომა. ხშირად თან სდევს ძვლების მტვრევადობა, პოლიდაქტილია. სინონიმები: კაპდეპონის სინდრომი, სტაინტონ – კაპდეპონის სინდრომი, კაპდეპონ – ჰოჯის სინდრომი,

Read More

სკლეროდაქტილია

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი სკლეროდაქტილია – ხელის თითების კანის სიმეტრიული დაზიანება სისტემური სკლეროდერმიის დროს, რომელიც გადის შეშუპების, გამკვრივებისა და ატროფიის სტადიებს. დასკვნით სტადიაში თითები მოხრილია, კანი ატროფირებულია, მოძრაობა ფალანგთაშორის სახსრებში შეზღუდულია. გაფრთხილება! ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა 3.დიეტები 4.ორსულობა და მშობიარობა

სინდაქტილია

სინდაქტილია – განვითარების თანდაყოლილი მანკი – ორი ან მეტი თითების ნაწილობრივი ან სრული შეზრდა. გაფრთხილება! ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი .