Tag Archives: ტომოგრაფიით

სპინური ეპიდურიტი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი სპინური ეპიდურიტი – კეროვანი ჩირქოვანი ანთება ზურგის ტვინის ეპიდურალური უჯრედისისა. წარმოიქმნება  როგორც  ნებისმიერი ლოკალიზაციის კეროვანი ჩირქოვანი ინფექციის გართულება. ზოგადი ნფექციური გართულებების ფონზე წარმოიქმნება ინტენსიური ფესვური ტკივილები, ზურგის ტვინის გაჭყლეტა, რაც ვლინდება პარა –  ან ტეტრაპლეგიით და სხვ. დარღვევებით. დიაგნოზი ზუსტდება მაგნიტურ – რეზონანსური ტომოგრაფიით. მკურნალობა ქირურგიულია. გაფრთხილება!

Read More

პორენცეფალია

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი პორენცეფალია – 1. (porencephalia; ბერძ. poros ხვრელი, გასავალი +enkephalos თავის ტვინი) სხვადასხვა ფორმისა და ზომის პათოლოგიური ცისტური ღრუები, რომლებიც მდებარეობენ თავის ტვინის ქსოვილში. ნეიროქირურგიულ პრაქტიკაში ამ ტერმინით ზოგჯერ აღნიშნავენ ხელოვნურად შექმნილ კავშირს თავის ტვინის გვერდით პარკუჭსა და სუბარაქნოიდალურ სივრცეს შორის. განასხვავებენ ნამდვილ და ცრუ პორენცეფალიას. ნამდვილი პორენცეფალიის

Read More