Tag Archives: ტოტების

ინფარქტი ფილტვის

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ინფარქტი ფილტვის – ფილტვის ქსოვილის ჰემორაგიული ინფარქტი, რომელსაც აქვს სამკუთხედის ფორმა ფართო ფუძით, მიმართული პლევრისაკენ; ვითარდება, როგორც წესი, ფილტვის არტერიების ტოტების დაცობით; ვლინდება სისხლიანი ხველით, ტკივილით გულმკერდში. გაფრთხილება! ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა 3.საპატრიარქოს ქართული უნივერსიტეტი 4.დიეტები 5.ორსულობა და მშობიარობა

დეჟანის სინდრომი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი დეჟანის სინდრომი – (М. С. Dejan, ფრანგ. დერმატოლოგი) ეგზოფთალმის, დიპლოპიის, ზედა ყბის ტკივილისა და მგრძნობელობის მოშლა სამწვერა ნერვის I – II ტოტების ინერვაციის ზონაში; აღინიშნება თვალბუდის ფსკერზე მიმდინარე პათოლოგიური პროცესების დროს. გაფრთხილება! ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა 3.საპატრიარქოს ქართული უნივერსიტეტი 4.დიეტები 5.ორსულობა და მშობიარობა

ბადურის ცენტრალური არტერიის გაუვალობა

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ბადურის ცენტრალური არტერიის გაუვალობა – ბადურის ცენტრალური არტერიის დაცობა სპაზმის, ემბოლიის ან თრომბოზის შედეგად. სიმპტომები: მხედველობის უეცარი მკვეთრი გაუარესება ან დაკარგვა. თვალის ფსკერი არის რძისფერი – თეთრი, რომლის ფონზეც ჩანს მუქი წითელი ფერის ყვითელი ლაქა (ე. წ. ალუბლის კურკის სიმპტომი). ბადურის არტერიები მკვეთრად შევიწროებულია, ვენები ნაკლებადაა შევიწროვებული.

Read More

აორტის რკალის ანევრიზმა

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი აორტის რკალის ანევრიზმა – ხშირად წარმოადგენს მისი ათეროსკლეროზული დაზიანების შედეგს; იშვიათად იგი წარმოიქმნება გულმკერდის დახურული ტრავმის შედეგად. ამასთან ტრავმიდან ანევრიზმის განვითარებამდე შესაძლებელია გავიდეს მნიშვნელოვანი პერიოდი (3 თვიდან 20 წლამდე). სიმპტომები, მიმდინარეობა. ათეროსკლეროზული დაზიანება აღინიშნება დაახლოებით 60 წლის ასაკში. კლინიკური სურათი განპირობებულია გულის, თავის ტვინის სისხლძარღვების ათეროსკლეროზული დაზიანებით;

Read More