ტულარემია
ტულარემია tularemia ტულარემია – მწვავე ინფექციური დაავადება, რომელიც ხასიათდება ცხელებით, ზოგადი ინტოქსიკაციით, ლიმფური აპარატის, კანის, ლორწოვანი გარსების დაზიანებით, ხოლო აეროგენული ინფიცირების შემთხვევაში – ფილტვების დაზიანებით; მიეკუთვნება ზოონოზებს ბუნებრივი კეროვნებით. ტულარემია – ეტიოლოგია, პათოგენეზი. გამომწვევია კოკისებური ჩხირები, გრამუარყოფითი, მდგრადი გარემოში. ტულარემია გამოირჩევა ინფექციის შეჭრის კარის მრავალფეროვნებით. განასხვავებენ შემდეგ გზებს: კანის გავლით (კონტაქტი ინფიცირებულ მღრღნელებთან, ტრანსმისიური გადაცემა სისხლმწოვი