Tag Archives: უძილობა ბავშვებში

რიტუალები ძილის წინ


რიტუალები
ძილის
წინ

თუ თქვენ ჯერ კიდევ არ დაგიწყიათ, დროა ჩამოაყალიბოთ რიტუალები ბავშვის ძილის წინ.  ძილის წინ რიტუალები, პროცედურებია, რომელიც ძილამდე 20-30 წუთით ადრე უნდა დაიწყოს და აუცილებლად უნდა გამეორდეს ყოველდღე ერთსა და იმავე დროს განსაზღვრული თანმიმდევრობით, რაც ბავშვს ჩამოუყალიბებს სწორ ძილის რეჟიმს. მთელი ამ მოქმედების არსი იმაში მდგომარეობს, რომ ყალიბდება დროებითი პირობით-რეფლექსური კავშირები, რომლის მეშვეობითაც ორგანიზმი განეწყობა ძილისათვის. ალბათ შეგიმჩნევიათ, რომ გარკვეული ნივთები გარკევულ ასოციაციას გიქმნით, ანალოგიურად ბავშვზე საყვარელი ღამის სათამაშო საუკეთესო ძილისმომგვრელი საშუალებაა.

Read More

ძილთან დაკავშირებული შეცდომები

ძილთან დაკავშირებული შეცდომები

ბავშვის ძილი საკმაოდ პრობლემური საკითხია ბევრი მშობლისათვის, თუმცა სწორი ძილის ჩამოყალიბება სულაც არ არის მიუღწევადი. სტატისტიკის მიხედვით ექსპერტებმა გამოარჩიეს 6 ყველაზე გავრცელებული შეცდომა, ამასთან  მნიშვნელოვანი ისაა, რომ ყველა მათგანის გამოსწორება შესაძლებელია, თანაც ძალზედ მარტივად.

Read More

უძილობა ბავშვებში

უძილობა ბავშვებში

9-10 თვის ასაკიდან ბავშვის ძილის რეჟიმი მოულოდნელად იცვლება. ამას, რასაკვირველია, ღრმა ფსიქოლოგიური საფუძველი აქვს: ბავშვი უკვე დიდია, აცნობიერებს მომხდარს და ძილი მისთვის ახლობელ ადამიანებთან განშორებად იქცევა, ამიტომ ჩაძინების პროცესი აშფოთებს და აშინებს. ამ ასაკში თითქმის ყველა ბავშვი ცდილობს, ებრძოლოს ძილის სურვილს: საწოლში წრიალებს, ხშირად იცვლის პოზას, იწყებს თითის წოვას, იხდის საბანს, თვალებს ხუჭავს და ახელს… თანდათან მზერა დუნდება, თვალები თავისთავად იხუჭება, მაგრამ ბავშვი ყველანაირად ცდილობს, არ ჩაიძინოს.

Read More