Tag Archives: უწყვეტად

უჯრედშიგა კონვეიერი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი უჯრედშიგა კონვეიერი – (ინგ.conveyer – უწყვეტად მოქმედი სატრანსპორტო მოწყობილობა) – უჯრედის ცილების სინთეზში მონაწილე ურთიერთდაკავშირებული კომპონენტების (ბირთვი, ენ­დოპლაზმური ბადე და ერგასტოპლაზმა, მიტოქონდრიები, გოლჯის კომპლექსი და სხვ.) რთული სისტემა. ამ სისტემაში თითოეული კომ­პონენტი ასრულებს გარკვეულ როლს. (მაგ., ბირთვი იძლევა გენეტიკურ ინფორმაციას და ამით არეგულირებს ბიოსინთეზს, ენდოპლაზმური ბადე და

Read More

ნეირონული თეორია

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ნეირონული თეორია – კონტაქტური თეორია, ერთ – ერთი შეხედულება ნერვული ქსოვილის აღნაგობაზე, რომლის თანახმად ნეირონები ერთმანეთს კონტაქტით უკავშირდებიან. ნეირონული თეორიის თანახმად, ნეირონები ყოველთვის ინარჩუნებენ თავიანთ სტრუქტურულ და ფუნქციურ ინდივიდუალობას და აგზნება ერთი ნეირონიდან მეორეს გადაეცემა მათი კონტაქტის ადგილზე (იხ. სინაფსები). ნეირონული თეორიის საპირისპირო შეხედულებით (ფიბრილარული უწყვეტობის თეორია)

Read More

დიუშენის, ფსევდოჰიპერტროფიული მიოპათია

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი დიუშენის, ფსევდოჰიპერტროფიული მიოპათია – ფსევდოჰიპერტროფიული მიოპათია, რომელიც ხასიათდება კუნთების დიფუზური ატროფიით, კანჭის კუნთების ფსევდოჰიპერტროფიით, იხვისებური ბაჯბაჯით. არაიშვიათად ინტელექტის დაქვეითებით, ენდოკრინული მოშლილობებით (იცენკო – კუშინგის სინდრომი, ადიპოზოგენიტალური დისტროფია). ვითარდება სიცოცხლის პირველ წლებში, უწყვეტად პროგრესირებს და სწრაფად მივყავართ უმოძრაობამდე. გადაცემა მემკვიდრეობითი – რეცესიული ტიპით, შეჯაჭვულია X – ქრომოსომასთან. [“3”]

Read More

აქრომატული თითისტარა

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი აქრომატული თითისტარა – (fuscus achromaticus) უჯრედის გამყოფი აპარატი, რომელიც შედგება ორი ტიპის სუსტად ღებვადი ცილოვანი ძაფებისაგან. ზოგიე­რთი მათგანი უწყვეტად მიდის მიტოზით გაყოფადი უჯრედის ერთი პოლუსიდან მეორისაკენ, აერთიანებს რა ასეთნაირად ორი უჯრედის ცენტრის ცენტრიოლებს. სხვა აქრომატული ძაფები, რომლებსაც ზოგჯერ ქრომოსომულებს უწოდებენ, აერთებს ცენტრიოლებს ქრომო­სომების ცენტრომერებთან. ეს ძაფები მონაწილეობს

Read More