Tag Archives: უჯრედის

უჯრედების ევოლუცია

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი უჯრედების ევოლუცია – (evolutio cellularum ლათ.evolutio – გაშლა) –  უჯრედების სტრუქტურებისა და ფუნქციის ცვლილებები ცხო­ველთა და მცენარეთა ორგანიზმების ფილოგენეტიკური განვითა­რების დროს. ამ პროცესის დაწყებით უჯრედულ პერიოდამდე ყალიბ­დება უჯრედული ორგანიზაცია, რომელიც შემდგომში სრულყოფილი ხდება ერთუჯრედოვანი და მრავალუჯრედოვანი ორგანიზმების შემადგენლო­ბაში უჯრედების განვითარების დროს. უჯრედის აგებულების ევოლუ­ციის გაგებისათვის დიდი მნიშვნელობა

Read More

უჯრედების დეგენერაცია

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი უჯრედების დეგენერაცია – (degeneratio cellularum ლათ. degenerare – გადაგვარება) –  უჯრედების გადაგვარება, როგორც მათი განვითარების (ფიზიოლოგიური დეგენერაცია) ანდა დამაზიანე­ბელი ფაქტორების მოქმედების შედეგი (პათოლოგიური დეგენერაცია). მორფოლოგიურად უჯრედის დეგენერაციის სურათი შეიძლება სულ სხვადასხვაგვარი იყოს. გადაგვარების პროდუქტები განიცდის ან ავტო­ლიზს ანდა ფაგოციტოზს . დეგენერაციის მაგალითებია: ნერვული ბოჭკოების უოლერისეული გადაგვარება, კუნთოვანი

Read More