ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ჰისტოლოგიური დეტერმინაცია – (determinatio histologica სინ.ქსოვილოვანი დეტერმინაცია, ქსოვილთა დეტერმინირება, ქსოვილების სპეციფიკურობა) ფილოგენეზით განპირობებული ქსოვილოვანი სტრუქტურების თვისება, შეიცვალოს სხვადასხვა ზემოქმედების გავლენით ზუსტად გარკვეულ ფარგლებში, ამავე დროს, მტკიცედ შეინარჩუნოს ერთიმეორისაგან თვისებრივი განსხვავება. ქსოვილოვანი დეტერმინაციის თეორია ეხება ქსოვილების სპეციფიკურობას, რომლის თანახმადაც, ფილო და ონტოგენეზში მიმდინარეობს ქსოვილთა დეტერმინაციის ხარისხის მომატება, რის
ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი მეტორიზისი – (metorisis ბერძნ.meta – შემდეგ და oriso – გამოსაზღვრა) მეზობელ ემბრიონულ ნერგებს შორის ფრონტალური საზღვრების გადაადგილების პროცესი. ფილო და ემბრიოგენეზის დროს, რომლის შედეგადაც ერთი ნერგის მასალა შესაძლებელია იყოს განლაგებული იმ ტერიტორიაზე, რომელიც ადრე ეკავა სხვა ემბრიონულ ნერგს. მეტორიზისის ტიპური მაგალითია ექტოდერმული და ენდოდერმული ეპითელიუმის მასალის გადაადგილება
ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი მადაელიზმი – (ინტ.) madealismალტერნატიული სამეცნიერო – ფილოსოფიური კონცეფცია, იდეების, შეხედულებებისა და წარმოდგენების სისტემა ბუნებაზე, საზოგადოებაზე, ადამიანზე და მის როლზე სამყაროში. კონცეფციის საფუძველია შეხედულება, რომლის მიხედვით მატერიალური და იდეალური სუბსტანციების პირველადობისა თუ მეორადობის საკითხის დასმა, აზრს კარგავს თანამედროვე სამეცნიერო წარმოდგენების ფონზე. მატერიალიზმი და იდეალიზმი – აქტუალური რეალობისადმი ორი