Tag Archives: ფუნქციას

სახსრის მენისკი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი სახსრის მენისკი – (menisci articulares; ბერძ. Meniskos მთვარის ნამგალი)სახსარშიგა ხრტილოვანი ბრტყელი წარმონაქმნი მუხლის სახსარში, რომელიც ზრდის სასახსრე ზედაპირების შეხების ფართს და კონგრუენტობასა და ასრულებს  ერთგვარი ბუფერის ფუნქციას. გაფრთხილება! ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა 3.დიეტები 4.ორსულობა და მშობიარობა

საშვილოსნოს მილები

საშვილოსნოს მილები – (tubae uteri, salpinx; სინ.: ფალოპის მილები, კვერცხსავალები) წყვილი მილოვანი ორგანო, რომლებიც ახორციელებენ კვერცხუჯრედისა და სპერმატოზოიდების ტრანსპორტირების ფუნქციას, ქმნიან კეთილსაიმედო გარემოს განაყოფიერების პროცესისათვის, კვერცხუჯრედის განვითარებისათვის ორსულობის ადრეულ ვადებში და ჩანასახის გადადგილებისათვის საშვილოსნოში. გაფრთხილება! ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი