Tag Archives: ქიმიური

მალუთეინიზირებელი ჰორმონი

მალუთეინიზირებელი ჰორმონი – ჰიპოფიზის წინა წილის მიერ გამომუშავებული გონადოტროპული ჰორმონი. არეგულირებს საკვერცხეების მიერ ქალის სასქესო ჰორმონებისა და სათესლეების მიერ მამაკაცის სასქესო ჰორმონების წარმოქმნას. ქალის ორგანიზმში იწვევს ოვულაციასა და ყვითელი სხეულის წარმოქმნას; ქიმიური ბუნებით წარმოადგენს გლიკოპროტეიდს. ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი გაფრთხილება!  

ლიმფოპლაზმა

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ლიმფოპლაზმა – (lymphoplasma) ქიმიური შემადგენლობით სისხლის პლაზმის მსგავსი სითხეა, მაგრამ შეიცავს უფრო ნაკლები რაოდენობით ცილებს, აგრეთვე ნეიტრალურ ცხიმებს, მარტივ შაქრებსა და მასში გახსნილ მინერალურ მარილებს. გაფრთხილება! ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა 3.საპატრიარქოს ქართული უნივერსიტეტი 4.დიეტები 5.ორსულობა და მშობიარობა